Image

ცქიტიშვილის 33 ქულა და 16 მოხსნა ლიბანში

კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 25-დეკ, 00:579 Dark Dante 1586


















33 ქულა და 16 მოხსნა - ნიკა ცქიტიშვილმა ლიბანში ახალი მწვერვალი დაიპყრო. წინა მატჩში მას სამმაგ დუბლამდე 2 დაფარება დააკლდა, ახლა კი შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი მიითვალა და თავის გუნდს სტუმრად გაამარჯვებინა.

ჩემპვილელთა მეტოქე „ანიბალი“ იყო, რომელსაც ცქიტიშვილის გუნდმა 101:89 მოუგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც წინა მატჩში ნაჩვენები მარგი ქმედების კოეფიციენტი (44) გააუმჯობესა - 48.

ცქიტიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და როგორც უკვე ვთქვით, თავი 33 ქულას, 16 მოხსნას, 2 დაფარებას და თითო ჩაჭრა-პასს მოუყარა. ნიკამ საოცარი მიზანი გამავლინა და 9-დან 8 ორქულიანი, 7-დან 5 სამიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მასზე მეტი, 36 ქულა მოაგროვა „ჩემპვილის“ უკანახაზელმა ფადი ხატაბიმ, მაგრამ ჯამური შედეგიანობით ცქიტიშვილს ბევრად ჩამორჩა.



9 მატჩიდან 5 მოგების მქონე „ჩემპვილი“ მე-5 ადგილზე აღზევდა. მომდევნო შეხვედრა ცქიტიშვილის გუნდს 4 იანვარს „ანტრანიკთან“ აქვს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

Loading...










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (149)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა