Image

შენგელიას ნბა-ში დაბრუნებას ფანები ოვაციით შეხვდნენ

კალათბურთი / NBA 25-დეკ, 00:599 Dark Dante 1623


















თორნიკე შენგელია კვლავ ნბა-შია. განვითარების ლიგაში ერთი მატჩის ჩატარების შემდეგ იგი „ბრუკლინს“ დაუბრუნდა და მოედანზე გასვლაც მოუწია. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თუკი აქამდე თორნიკე მატჩის ბოლოს ერთვებოდა თამაშში, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, ახლა ის პირველივე მეოთხედში გამოჩნდა მოედანზე.

განვითარების ლიგაში სამმაგი დუბლის მითვლამ ქართველი კალათბურთელის მიმართ გულშემატკივართა ინტერესი და გრძნობები კიდევ უფრო გაზარდა და როცა ის წუხელ, „ფილადელფიასთან“ მატჩის პირველ მეოთხედში მოედანზე გამოჩნდა, მაყურებელი შენგელიას მხურვალე ოვაციით შეხვდა. პირველი მეოთხედის დასრულებამდე 1,44 წუთით ადრე თორნიკემ ბრუკლინელთა ლიდერთაგანი ჯო ჯონსონი შეცვალა და მოედანზე მომდევნო 3,20 წუთის განმავლობაში დარჩა.

ამ დროში შენგელიამ 1 მოხსნა, 1 პასი და 1 გარბენი გააკეთა, ფარისთვის კი არ შეუტევია. მეორე მეოთხედის ახალდაწყებულზე ჯონსონი მოედანზე ქართველი ფორვარდის ნაცვლად დაბრუნდა და ამის შემდეგ თოკო მოედანზე აღარ გამოჩენილა. მატჩი დაძაბული იყო და მისი ბედი ბოლო წამებზე, ბრუკლინელთა სასარგებლოდ გადაწყდა - 95:92.



გამარჯვებულთაგან 22 ქულით ჯო ჯონსონი იყო საუკეთესო, დერონ უილიამსმა 16 მიითვალა, ბრუკ ლოპესისა და ჯერალდ უოლესის ანგარიშზე კი 14-14 ქულა დაგროვდა. „ბრუკლინს“ 14 მოგება და 12 მარცხი აქვს, რაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილის ტოლფასია. მომდევნო მატჩი ბრუკლინელებს 25 დეკემბერს, შინ, „ბოსტონთან“ ელის.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
zaza2000 13 იანვარი 2013 11:44
22 ყოჩაღ მაინც 7
cotne_mari 25 დეკემბერი 2012 14:21

კაია ეგრე გააგრძელოს



7 ამო ბიჭს ნიჭი არ აკლია
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (227)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა