ფაჩულიას ოთხიანები დეტროიტთან ორმაგ ოვერტაიმში

კალათბურთი / NBA 28-დეკ, 20:559 Dark Dante 1852


„ატლანტა ჰოუქსი“ მოგებებს აგროვებს. ბოლო მე-12 მატჩიდან ჯორჯიელებმა მე-9 გამარჯვება მოიპოვეს. განსაკუთრებულად რთულად მოსაპოვებელი ბოლო გამარჯვება გახლდათ. ატლანტელებს 2 ოვერტაიმი დასჭირდათ, „დეტროიტის“ წინააღმდეგობა რომ გაეტეხათ. უდაძაბულესი მატჩი მასპინძელმა „ატლანტამ“ 126:119 მოიგო, რითაც აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილი გაიმყარა.

ატლანტელებს ეს მატჩი ძირითად დროში უნდა მოეგოთ, მაგრამ გამოჩენილი უყურადღებობის გამო სამარცხვინო წაგებას გადაურჩნენ. დეშონ სტივენსონის სამქულიანის შემდეგ, მეოთხე პერიოდში, „ჰოუქსი“ 22 ქულით - 84:62 დაწინაურდა, თუმცა დარჩენილ დროში დეტროიტელებმა ამ ჩამორჩენის გაბათილება და დაწინაურებაც კი მოახერხეს. ოსტინ დეის სამქულინის შემდეგ, საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე „პისტონსი“ 101:100 გალიდერდა, მაგრამ ალ ჰორფორდმა საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა და პირველი დამატებითი დროც დაინიშნა.



დეტროიტელები არც ოვერტაიმში გატყდნენ და საქმე მეორე დამატებით დრომდე მივიდა, სადაც მასპინძლებმა წარმატებას მიაღწიეს, რაშიც ლომის წილი ჯოშ სმიტმა დაიდო. ატლანტელთა ფორვარდმა 31 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. რაც შეეხება ქართველ ცენტრს, ფაჩულია სათადარიგო იყო და თამაშმა 22,20 წუთს მოუწია. ზაზამ 2-დან 2 საჯარიმო და 3-დან 1 ორიანი ჩააგდო. 4 ქულასთან ერთად ფაჩულიას 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა ჰქონდა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.



17 მოგებისა და 9 წაგების მქონე „ატლანტა“ აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილის მესამე საფეხურზე მყარადაა. შემდეგი ჯახი „ქორებს“ 28 დეკემბერს, კლივლენდში ექნებათ.



განსხვავებით "ატლანტასგან", წაგებები დაებედა თორნიკე შენგელიას "ბრუკლინს". ნიუ იორკის გარეუბნელებმა მორიგი მარცხი მილუოკიში იწვნიეს. ქართველი ფორვარდი მაშინ შევიდა მოედანზე, ორცა მატჩის შედეგი გადაწყვეტილი იყო. შენგელიამ შეხვედრის უკანასკნელი 1 წუთი ითამაშა, „ბრუკლინმა კი შეხვედრა 93:108 წააგო.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (237)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი