შენგელიას მწვრთნელი "ბრუკლინიდან" გაუშვეს

კალათბურთი / NBA 28-დეკ, 21:109 Dark Dante 1509


„ბრუკლინ ნეთსმა“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა და გუნდს, სანამ ახალი სპეციალისტი გამოჩნდებოდეს, აივერი ჯონსონის ასისტენტი, პიჯეი კარლისიმო გაწვრთნის. ჯონსონისთვის ეს იყო მესამე სეზონი სამწლიანი და 12-მილიონიანი კონტრაქტისა, რომლის ჩამთავრებაც აფროამერიკელ სპეციალისტს რუსმა მიხაილ პროხოროვმა არ აცალა.

ჯონსონის გაშვება იმ სატელეფონო საუბრისას გადაწყდა, რომელიც „ბრუკლინის“ გენერალურ მენეჯერ ბილი კინგსა და მფლობელ პროხოროვს შორის განხორციელდა. რუსმა ოლიგარქმა არ მოიწონა, რომ სეზონის სასტარტო 15 მატჩიდან 11-ის მოგების შემდეგ გუნდმა სვლას უკლო და დღეს მოგებ წაგებათა თანაბარი რაოდენობა (14-14) აქვს. „ჩვენ იმ გზას გადავუხვიეთ, რა სვლითაც დავიწყეთ ეს სეზონი - აღნიშნა პრესკონფერენციაზე კინგმა - ამიტომაც მოხდა ეს ცვლილება. ეს თამაში არ არის გოლფი, სადაც თუკი წააგებს, ტაიგერ ვუდსს შეუძლია, დააბრალოს ბურთის მიმწოდებელ ბიჭებს. ეს კალათბურთია, მოედანზე 5 მოთამაშეა და ისინი ერთიანი ძალებით იბრძვიან. ჩვენ გვინდა, რომ ის შემართება და შედეგები დავიბრუნოთ, რითაც სეზონი დავიწყეთ“.



„ეს მართლაც დიდი იმედგაცრუება იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. დღეს ჩემი მეუღლის დაბადების დღეა და გუნდის დატოვება ნამდვილად არაა კარგი საჩუქარი - სენტიმენტალური იყო თავის კომენტარში დათხოვნილი აივერი ჯონსონი - ვერ წარმოვიდგენდი, თუკი ეს მოხდებოდა, თუმცა ეს მფლობელის გადაწყვეტილებაა და კარგია, თუ ცუდი, უნდა დავემორჩილოთ და გზა ახალ ძალას უნდა დავუთმო“.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2020 (133)
აპრილი 2020 (216)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)
დეკემბერი 2019 (670)