რუსეთის ნაკრების კალათბურთელების კომენტარები საქართველოსთან მატჩზე

ევრობასკეტი 2011 02-სექ, 11:199 admin 2052


რუსეთის ნაკრების კალათბურთელების კომენტარები საქართველოსთან მატჩზე


ბიკოვი: ხასიათი გამოავლინეს
რუსეთის ნაკრების კალათბურთელი სერგეი ბიკოვი კომენტარს აკეთებს საქართველოსთან ჩატარებული მატჩის შესახებ.
«ეს კალათბურთია, დანებება არავის არ სურს. ზოგჯერ ხდება, რომ როცა ერთ გუნდს ანგარიში მიჰყავს,ის მოეშვება კი არადა ანელებს კიდევაც სვლას, მეორეს კი დასაკარგი არაფერი არ აქვს და უმატებს სვლას.
საქართველოს ნაკრებში ბიჭები ყველა ძლიერი ხასიათით არიან, ჯარიმის ზღვარზე გაგვიმართეს ბრძოლა. მათ ჩვენი თავდასხმა შეანელეს და ჩვენც შეფერხდით, ისინი კი უკანმოუხედავად გვიგდებდენ ბურტებს. მთავარია რომ ჩვენ ბოლომდე მოვითმინეთ, უფრო მეტი მონდომება გამოვავლინეთ, ვიდრე ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა», - აციტირებს ბიკოვის სიტყვებს რია ნოვოსტი.


რუსეთის ნაკრების კალათბურთელების კომენტარები საქართველოსთან მატჩზე

კირილენკო: ჩვენ მაყურებლისთვის ვითამაშეთ
რუსეთის ნაკრების კალათბურთელი ანდრეი კირილენკო კომენტარს აკეთებს საქართველოსთან ჩატარებული მატჩის შესახებ.

«ძალიან გახარებული ვარ იმით რომ დარბაზი გაივსო, იმით რომ ძალიან ბევრი იყო ქართველი გულშემატკივარი, ასევე რუსებიც. ძალიან სასიამოვნოა თამაში როცა ტრიბუნები სავსეა, მათ უყვართ საკუთარი ნაკრები და ქომაგობენ კიდეც. ამიტომაცაა რომ ჩვენ საბოლოოდ მაინც გულშემატკივრისთვის ვთამაშობთ», - იშველიებს კირილენკოს სიტყვებს «საბჭოთა სპორტი».


რუსეთის ნაკრების კალათბურთელების კომენტარები საქართველოსთან მატჩზე
.
მოზგოვი:ფაჩულიას ბევრის ჩაგდების საშვალება არ მივეცით
რუსეთის ნაკრების კალათბურთელი ტიმოფეი მოზგოვი კომენტარს აკეთებს საქართველოსთან ჩატარებული მატჩის შესახებ.

«კარგი თამაში იყო. ორივე გუნდი მონდომებული და მომზადებული იყო. საქართველოს ნაკრებში ბიჭები ძალიან სახიფათოები არიან. ჩვენ ავურიეთ მათი დაცვა. არ მივეცით მათ ლიდერს ბევრის ჩაგდების საშვალება - მან მხოლოდ 11 ქულა დააგროვა, რაც პრინციპში ჩვენ დაგეგმილი გვქონდა», - აციტირებს მოზგოვს რია ნოვოსტი


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 2 სექტემბერი 2011 11:27
საღოლ პოლტერ ძალიან საინტერესო სტატია
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (103)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი