კირილენკო: ჩვენ გვინდა ევრობასკეტის მოგება

ევრობასკეტი 2011 10-სექ, 00:239 Ditoo 1844


რუსეთის ეროვნული ნაკრების 30 წლის კალათბურთელს, თავდამსხმელ ანდრეი კირილენკოს მიაჩნია, რომ არ შეიძლება ამ რუსეთის იმ რუსეთთან შედარება, რომელმაც მოიგო ესპანეთში 2007 წლის ევრობასკეტში ოქროს მედალი. მისი აზრით, რუსეთის ამჟამინდელი გუნდი ყოველ თამაშში ამტკიცებს, რომ მას არ ეშინია არაფრის, თამაშობს დიდი ზეწოლის ქვეშ და არ გაურბის პასუხისმგებლობას.

"მე, და არა მარტო მე, ვარ ზეწოლის ქვეშ, მაგრამ ეს არ არის სიახლე ჩემთვის. ყოველ ტურნირზე, ეს იქნება საერთაშორისო ტურნირი, ევრობასკეტი, ოლიმპიადა, თუ მსოფლიო ჩემპიონატი, ჩვენ ვთამაშობთ იმისთვის, რომ დავამტკიცოთ ყველაფერი ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ჩვენ არ გვიყვარს დამარცხება და ყოველთვის ვიბრძვით ბოლომდე, მთელი ძალით და დანარჩენ მატჩებშიც ასე - ბოლომდე დავიხარჯებით".

"ჩვენ არ უნდა შევადაროთ რუსეთის დღევანდელი და 2007 წლევანდელი გუნდები. მე ვერ გეტყვით, თუ რომელია უფრო ძლიერი. ისინი განსხვავდებიან ერთამენთისგან სტილით. ოთხი წლის წინ, ჩვენ გუნდში გვყავდა ვეტერანი კალათბურთელები, ახლა კი, რუსეთის გუნდი არის ახალგაზრდა კალათბურთელებით შემკული. ჩვენ გვინდა ფინალში თამაში და ოქროს მედლების მოპოვება - ამ მიზნის მისაღწევად კი არაფერს დავიშურებთ".

გარდა ამისა, კირილენკომ მიუსამძიმრა 7 სექტემბერს ავიაკატასტროფაში დაღუპული სპორტსმენების ოჯახებს:

"მე ძალიან საშინელი გრძნობა დამეუფლა, როდესაც გავიგე ამ უბედური შემთხვევის შესახებ. მე ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ისინი ყოველთვის ჩვენთან ერთად და ჩვენს გულებში იქნებიან".


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
phharmmaccy 3 მარტი 2012 09:41
!!! The best pills!Huge selection !!!
Low prices!Discounts!
Link to the best of our pharmacy http://tinyurl.com/bbeesstt/
admin 10 სექტემბერი 2011 12:45
რას მელაპარაკები კირილენო შენ რო გინდა ჩვენ არ გვინდა ? :D



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (165)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი