მაიამი ჰიტიმ ლეიკერსი დაამარცხა

NBA 11-თებ, 11:439 Sportnews 1511


გუშინ nba/" >ნბა/" >nba/" >ნბა<!--/filter-->-ში ძალიან მაგარი შეხვედრა ვიხილეთ, ერთმანეთს "მაიამი" და "ლეიკერსი" დაუპირისპირდნენ. მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ ჰიტის გამარჯვებით დასრულდა.

აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერმა "მაიამიმ" "ლეიკერსი" 107:97 (25:26, 28:27, 25:20, 29:24) დაამარცხა, ჰიტმა გადამწვეტი უპირატესობა, მეოთხე მეოთხედში მოიპოვა და საბოლოოდ 10 ქულითაც იმარჯვა. შეუდარებლები იყვნენ ორივე გუნდის ლიდერები , მაგრამ საბოლოოდ ლებრონ ჯეიმსმა და ვეიდმა კობი ბრაინტს აჯობეს და გამარჯვებაც მათ გუნდს დარჩა.

ლებრონმაც და ვეიდმაც ერთად მთლიანი გუნდის მონაგარის ნახევარზე მეტი ჩააგდეს, მათ ანგარიშზე 62 ქულა, ლებრინი-32, ვეიდი-30 , რაც შეეხება "ლეიკერსის" ლიდერ კობი ბრაიანტს, მან 28 ქულის აღება შეძლო. ორმაგი დუბლი შეასრულა კრის ბოშმა (12 ქულა და 11 მოხსნა).

"მაიამი" ინარჩუნებს პირველ პოზიციას აღმოსავლეთ კონფერენციაში (34 მოგება და 14 წაგება) , რაც შეეხება ლოს-ანჯელეს ლეიკერს, გუნდი მეათე პოზიციაზე იმყოფება დასავლეთ კონფერენციაში (24 მოგებით და 28 წაგებით). ყოველი წაგების შემდეგ "ლეიკერსის" ფლეი-ოფში გასვლის შანსი სულ უფრო მცირდება.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (8)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)