<<>>

კობი ბრაინტის შოუ გრძელდება

NBA 07-მარ, 16:019 Sportnews 1830


"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაინტი ბოლო დროს ძალიან მონდომებულია და ყველაფერს, აკეთებს, რომ მისი გუნდი დასავლეთ კონფერენციის 8 საუკეთესო გუნდში შევიდეს და ფლეი-ოფში მოხვდეს.

კობის შოუ გუშინ უკვე "ნიუ ორლეანთან" შეხვედრაში ვიხილეთ და საერთოდ მატჩის ბოლო 6 წუთში არა მარტო კობიმ, არამედ მთლიანმა "ლეიკერსმა" შოუ დადგა, უმძიმესი ჩამორჩენა აღმოფრქვა და მატჩი მოიგო.

კობი ბრაინტის მონაგარი ბრწყინვალეა 42 ქულა, 12 გადაცემა და 7 მოხსნა, მხოლოდ 3 მოხსნა დააკლდა შავ მამბას სამმაგ დუბლამდე. ნორმალური შეხვედრა ჰქონდა ჰოვარდსაც, რომლის ანგარიშზე 20 ქულა და 15 მოხსნა( ორმაგი დუბლი).

"ლეიკერსმა" მეტოქე 108:102 (28:28, 20:39, 27:26, 33:9) დაამარცხა, სასწაული იყო მეოთხე მეოთხე, მესამე მეოთხედის შემდეგ "ლეიკერსი" 18 ქულას აგებდა, მაგრამ გადამწყვეტი მეოთხედი შესანიშნავად ჩაატარა და 6 ქულითაც მოიგო. აღსანიშნავია, რომ მატჩის დამთავრებამდე 6 წუთით ადრე "ნიუ ორლეანი" 102-88 იგებდა, მაგრამ კალიფორნიელებმა 20-0 გაქცევა მოაწყეს და 6 ქულითაც გაიმარჯვეს.

ახლა "ლეიკერსის" მოგება-წაგების ციფრები თანაბარია და "იუტას" მარცხმა კალიფორნიელებს შანსი გაუზარდათ , რადგან ახლა "იუტას" მხოლოდ ერთი მოგებით მეტი აქვს ვიდრე "ლეიკერსს, მაგრამ იუტელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ნათამაშები.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 7 მარტი 2013 17:40
ეხლა რამდენიმე მატჩი უნდა მოიგოთ რა ბიჭებო, მიდი კობი არ გაჩერდე, რომ შევიდეთ 8 გუნდში და მერე პლეიოფში სულ სხვა თამაში უნდა აჩვენოთ
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (92)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (645)
სიტი-რეალი