სენსაცია მაიამში

NBA 07-მაი, 11:239 Sportnews 1863


გუშინ კონფერენციის ნახევარფინალური დაპირისპირების პირველი მატჩები გაიმართა, აღსანიშნავია "მაიამის" მოულოდნელი მარცხი საკუთარ კედლებში "ჩიკაგოსთან", "სან ანტონიომ" კი ნამდვილ ტრილერურ შეხვედრაში დაამარცხა "გოლდენ სტეიტი".

"მაიამმა" შეხვედრა 86:93 (15:21, 22:16, 25:21, 24:35) დათმო. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი "ჩიკაგოს" შემადგენლობაში მოთამაშე რობინსონი დასახელდა 27 ქულით და 9 გადაცემით. "ჩიკაგოს" მხრიდან ორმაგი დუბლის შესრულება შეძლეს ჯიმი ბალერმა (21 ქულა და 14 მოხსნა) და ჯოაკი ნოამ ( 13 ქულა და 11 მოხსნა). "მაიამის" ლიდერის ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 24 ქულა, 8 მოხსნა და 7 გადაცემა გახლდათ, ვეიდი კი გუნდს 14 ქულით წაეხმარა. "ჩიკაგო" სერიაში 1-0 დაწინაურდა, მეორე შეხვედრა 9 მაისს ისევ მაიამში გაიმართება.

სენსაცია მაიამში


კიდევ ერთ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ნამდვილი ტრილერი ვიხილეთ, საბოლოოდ "სან ანტონიომ" "გოლდენ სტეიტი" მეორე ოვერტაიმში 129:127 (25:28, 24:25, 31:39, 26:14, 9:9, 14:12) დაამარცხა. მატჩის გმირად იქცა არგენტინელი მანუ ჯინობილი, რომელმაც ბოლო წამზე ჩააგდო სამ ქულიანი და თავის გუნდს 2 ქულით გაამარჯვებინა. "სან ანტონიო" სერიაში 1:0 დაწინაურდა, მეორე შეხვედრა 9 მაისს გაიმართება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (194)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი