Image

კვირის საუკეთესო მოთამაშეები: დუაით ჰოვარდი და კევინ მარტინი

NBA 01-მარ, 20:319 slim4you 1792


















NBA-ს ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა მიმდინარე კვირის საუკეთესო კალათბურთელების ვინაობა თავიანთი შედეგებით...

"ორლანდო მეჯიქის" ლიდერი დუაით ჰოვარდი საუკეთესოა აღმოსავლეთ კონფერენციაში. მისი მონაგარი თამაშში საშუალოდ გახლავთ 30 ქულა, 14 მოხსნა და 3 დაფარება. უკანასკნელ თამაშში 25 თებერვალს "ოკლაჰომას" წინააღმდეგ ჰოვარდმა 40 ქულა და 15 მოხსნა მიითვალა. ამავდროულად ჰოვარდმა მოხსნა პირადი რეკორდი: ზედიზედ 10 თამაშში დააგროვა არანაკლებ 20 ქულა. კვირის საუკეთესო კალათბურთელის წოდება ჰოვარდისთვის მეხუთეა მიმდინარე სეზონში.

დასავლეთ კონფერენციას "ჰიუსტონ როკეტსის" კევინ მარტინი ლიდერობს, 27 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა. მან გაიმეორა ტრეისი მაკგრეიდის რეკორდი "ჰიუსტონის" რიგებში, ზედიზედ სამ თამაშში არანაკლებ 30 ქულა, ასეთი შედეგი ზემოთ ნახსენები ორი კალათბურთელის გარდა "ჰიუსტონის" მოთამაშეს არ ჰქონია.


დუაით ჰოვარდი

23 თებერვალი:
ამ დღეს მისი გუნდი "საკრამენტოს" დაუპირისპირდა. 31 ქულა, 17 მოხსნა. მისი გუნდი 111–105 დამარცხდა.

25 თებერვალი:
"ოკლაჰომას" წინააღმდეგ: 40 ქულა, 15 მოხსნა, 6 დაფარება, 2 ჩაჭრა. 111–88 გაიმარჯვა მისმა გუნდმა.

27 თებერვალი:
"ჰორნეტსის" წინააღმდეგ: 20 ქულა, 10 მოხსნა, 2 დაფარება, 2 ჩაჭრა. 100–86 გამარჯვება.


კევინ მარტინი
23 თებერვალი:
"კლივლენდის" წინააღმდეგ: 30 ქულა, 5 მოხსნა, 129–119 გამარჯვება.

25 თებერვალი:
"ნიუ ჯერსის" წინააღმდეგ: 30 ქულა, 6 მოხნსა, 4 შედეგიანი გადაცემა, 123–108 გამარჯვება.

27 თებერვალი:
"ნიუ ორლეანსის" წინააღმდეგ: 33 ქულა, 5 მოხნსა, 4 ჩაჭრა, 2 შედეგიანი გადაცემა. 91–89 გამარჯვება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
slim4you 2 მარტი 2011 08:42
ladd,
გაიხარე,
ვცდილობ უფრო მეტი ინფორმაცია და ვიდეო მასალა დავდო კალათბურთზე მარა დროის უქონლობას რა ვუთხარი ... ! sad
ladd 1 მარტი 2011 23:48
კაია ნაღდად კაი სიახლეებია კაია პოპულარული როა საქართველოში კალათბურთი :)))
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (170)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა