ფაჩულიას ძირითადი ხუთეული და ორმაგი დუბლი

NBA 09-აპრ, 14:379 Sportnews 2681


საინტერესო დამთხვევა: ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე სეზონში მეოთხედ ითამაშა „ატლანტას“ ხუთეულში და მეოთხე ორმაგი დუბლი გაიფორმა. თუმცა ისიც საინტერესოა, რომ გასულ მატჩში პირველად მოხდა, როცა ქართველმა ცენტრმა ძირითადში ყოფნის დროს მიითვალა ორმაგი დუბლი.

ეს „ინდიანასთან“ გასვლით მატჩში მოხდა, რომელიც „ატლანტამ“ 102:114 წააგო. ფაჩულიას გუნდისთვის მოგებ–წაგებას ფასი დაკარგული აქვს. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 მატჩი აქვს დარჩენილი და ნებისმიერ შემთხვევაში აღმოსავლეთის ცხრილში მე–5 ადგილზე დარჩება.

ფაჩულიამ და ატლანტელთა ძირითადმა ცენტრმა ალ ჰორფორდმა ერთდროულად ითამაშეს ხუთეულში და მოედანზეც თითქმის ერთნარი დროით იმყოფებოდნენ. ფაჩულიამ 28:20 წუთს ითამაშა, ჰორფორდმა – 30:23, თუმცა ქართველი ცენტრი უფრო შედეგიანი იყო. ზაზამ 6 ცდიდან 3 ორქულიანი ჩააგდო, საჯარიმოს ხაზიდან კი: 6–დან 4. შესაბამისა, ფაჩულიამ 10 ქულა მოაგდოვა, რასაც 11 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიაბა. ჰორფორდმაც 10 ქულა მიითვალა, თუმცა მოხსნებში მოიკოჭლა: მხოლოდ 4.

დარჩენილ ორ შეხვედრას „ატლანტა“ ვაშინგტონში და შინ „მაიამისთან“ გამართავს. მატჩები 9 და 11 აპრილს გაიმართება. ამის შემდეგ მცირე დასვენება გამოცხადდება და პლეი ოფიც დაიწყება, რომლის პირველ წრეში „ატლანტა“ „ორლანდოს“ შეერკინება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (19)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)