ოდომი საუკეთესო სათადარიგოა

NBA 21-აპრ, 14:079 SillY 1648


ნბა-ს 2010-11 წლების სეზონის საუკეთესო სათადარიგო მოთამაშედ, “ლოს ანჟელეს ლეიკერსის” ფოვარდი ლამარ ოდომი დასახელდა, რომელმაც გამოკითხვაში ჯეისონ ტერის (“დალასი”), გლენ დევისს (“ბოსტონი”), ჯეიმს ჰარდენსა (“ოკლაჰომა სიტი”) და ტადეუშ იანგს (“ფილადელფია”) აჯობა.რეგულარულ სეზონში, ოდომის საშუალო მონაგარი 14.4 ქულა, 8.7 მოხსნა და 3.0 პასი გახლდათ. კალიფორნიელმა ისიც შეძლო, რომ 12-წლიანი კარიერის განმავლობაში, თამაშიდან ჩაგდებული ბურთების მხრივ, საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი (53%) დააფიქსირა.
საინტერესოა, რომ 1983 წლიდან მოყოლებული (საუკეთესო დამცველისთვის პრიზი სწორედ მაშინ დააწესეს), ოდომი “ლეიკერსის” პირველი კალათბურთელი გახდა, რომელსაც აღნიშნული ტიტული ერგო.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

















მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 21 აპრილი 2011 16:52
ისევ ლეიკერსის სათადარიგოობა ჯობია :)



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (26)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)