უფაჩულიო "ატლანტამ" "ორლანდოს" მოუგო და სერიაში 3:1 დაწინაურდა

NBA 25-აპრ, 14:549 SillY 1810


„ატლანტა ჰოუქსი“ ერთ ნაბიჯშია, რომ წინა სეზონის ფინალისტ „ორლანდოს“ საპლეიოფო სერია მოუგოს. ზაზა ფაჩულიას არყოფნაში ატლანტელებმა დაძაბული შეხვედრა 88:85 მოუგეს ფლორიდელებს და სერიაში 3:1 დაწინაურდნენ.
ატლანტელებს ქართველი ცენტრი აკლდათ, ორლანდოელებმა ჯეისონ რიჩარდსონი მოისაკლისეს. ამ მოთამაშეებმა სერიის წინა შეხვედრაში იჩხუბეს და დისკვალიფიცირებულნი იყვნენ. ატლანტელები თითქმის მთელი შეხვედრის მანძილზე ლიდერობდნენ, მაგრამ ბოლოში „ორლანდომ“ მოახერხა გათანაბრება და რომ არა ალ ფორფორდის ყოჩაღობა, შესაძლებელი იყო, შეხედრა დამატებით დროში გადასულიყო. მან ფლორიდელთა ცბიერ უკანახაზელ ჰიდაიეთ თურქოღლუს ბურთზე კონტროლი და შესაბამისად დრო დააკარგვინა. საბოლოოდ, მასპინძლებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს და სერიის მოგებამდე 1 გამარჯვებაღა აკლიათ.

დარჩენილი მატჩების განრიგი:

მე-5 – სამშაბათი, 26 აპრილი, ორლანდო-ატლანტა
მე-6 – ხუთშაბათი, 28 აპრილი, ატლანტა-ორლანდო (თუ საჭირო გახდა)
მე-7 – შაბათი, 30 აპრილი, ორლანდო-ატლანტა (თუ საჭირო გახდა)


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (202)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი