ვაიმე ზაზა

NBA 27-აპრ, 13:359 SillY 1685


„ორლანდო მეჯიქს“ „ატლანტა ჰოუქსის“ რა ბოღმაც ჰქონდა, სერიის მეხუთე მატჩში ამოიღო. აქამდელ შეხვედრებში ანგარიშში სხვაობა 10 ქულაზე მეტი არ ყოფილა, დღეს გამთენიისას გამართულ მატჩშ კი ფლორიდულმა გუნდმა 101:76 დაამარცხა „ატლანტა“ და სერიაშიჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა – 2:3.

მასპინძლებმა პირველსავე ტაიმში მოათავეს საქმე. დიდი შესვენებისთვის „ორლანდო“ უკვე 23 ქულით იგებდა და დარჩენილ დროში ატლანტელებს არანაირი შანსი აღარ ჰქონიათ. ამ შეხვედრაში ითამაშა ზაზა ფაჩულიამაც და ჯეისონ რიჩარდსონმაც, რომლებმაც სერიის მე–3 შეხვედრაში ჩხუბის გამო მომდევნო მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს.

რიჩარდსონი სასტარტო იყო და თავის გუნდში ყველაზე მეტი – 17 ქულაც ჩააგდო. რაც შეეხება ფაჩულიას, იგი მოედანზე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 20 წუთში 4 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ზაზამ 2–დან 1 ორქულიანი და 2–დან ორივე საჯარიმო ჩააგდო.

ახლა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტი დადგა ატლანტელთათვის. მომდევნო მატჩი მათ ქალაქშია და ყველაზე რეალური შანსი აქვთ, გამარჯვების მოპოვებით აღმოსავლეთის ერთ–ერთ მძლავრ გუნდს საპლეიოფო სერიაც მოუგონ. მომდევნო შეხვედრა „ფილიპს არენაზე“ ჩვენი დროით 29 აპრილს, გამთენიისას გაიმართება.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 27 აპრილი 2011 21:09
SillY,
კაი ანგარიშს ეტყობა როგორც ატრიალებს , მარტო დღევანდელ შეხვედრას არ ვგულისხმობ , ზაზა გაიყავან წინ 2:1 რომ გახდა, დისკვაპიკაცია, რომ მიიღო , გადამწყვეტი საჯარიმოები ჯაყარა , კროუფორდმა რა თქმა უნდა ბევრად მეტი გაააკეთა , მაგრამ ზაზაც მაგარი იყო მაგ მატჩში და მეხუთე შეხვეედრას ველი მოუთმენლად
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
SillY 27 აპრილი 2011 21:06
22 ჰოვარდი ზაზას ესე ატრაილებს აი 21
Sportnews 27 აპრილი 2011 18:29
საღოლ მაგარი სტატია , ეს ფეხბურთი არაა , რომ ქულათა დიდი ანგარიშით მოგებას რამე პლიუსი ჰქონდეს, მთავარია ატლანტამ საკუთარ კედლებში მეოთხე თამაში მოიგოს და შემდეგ ეტაფზე გავიდეს
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (163)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი