"ატლანტამ" რეგულარული ჩემპიონატის მომგებ "ჩიკაგოსთან" ნახევარფინალური სერია მოგებით გახსნა

NBA 03-მაი, 13:009 SillY 2681


რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში 82 მატჩიდან 62 გამარჯვება მოიპოვა და ამ შეგეგით ნბა–ში ყველას აჯობა. ეს „ჩიკაგოა“, რომლის თავკაცი ტომ ტიბოდუ ორი დღის წინ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ახლა კი გაირკვა, რომ ნბა–ს ყველაზე პრესტიჟული პერსონალური ჯილდოც ჩიკაგოელისაა – ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ სეზონის უძვირფასესი მოთამაშის პრიზს „ბულსის“ ფეხმარდი გამთამაშებელი დერიკ როუზი მიიღებს.

ნბა–ში ასეა, სანამ ლიგა ოფიციალურად გამოაცხადებდეს რომელიმე კონკრეტული პრიზის მფლობელს, პრესაში თითქმის ყოველთვის ჟონავს გამარჯვებულის ვინაობა. ეს უფრო უძვირფასეს მოთამაშეს ეხება, რაც უფრო პრესტიჟულია პრიზი, მით უფრო უტყუარია წინასწარი ინფორმაცია მის მფლობელზე. რაც შეეხება ტომ დიბოდუს, მან სეზონის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი „ატლანტასთან“ სერიის გახსნითი მატჩის წინ ჩაიბარა.

აი, ასეთ მრისხანე გუნდს, შუაგულ ჩიკაგოში, 20 ათასამდე ჩიკაგოელის თვალწინ მოუგო „ატლანტამ“, რომელმაც რეგულარულ სეზონში 44 მოგების წილ 38 მარცხი განიცადა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე–5, ხოლო სრულიად ლიგის მასშტაბით მე–13 ადგილი დაიკავა. ამ გამარჯვებით ატლანტელებმა სერიაში მოედნის უპირატესობა მოიპოვეს და აღმოსავლურ ფინალში გასასვლელადაც „ჩიკაგოზე“ უკეთეს სიტუაციაში არიან.

რაც შეეხება მატჩს, ის არ ყოფილა ისეთი დაძაბული, როგორიც წინა საპლეიოფო სერიაშ „ატლანტა“–„ორლანდოს“ ბრძოლათა უმეტესობა. მართალია, პირველ მეოთხედში მოპოვებული ათქულიანი უპირატესობა ატლანტელებმა მეორეში გაანიავეს და დიდ შესვენებაზე მხოლოდ ქულიანი უპირატესობით (51:50) გავიდნენ, თუმცა მეორე ნახევარში შეუდარებლად ათამაშდნენ. ჯორჯიელთა ლიდერმა ჯო ჯონსონმა 34 ქულა დააგროვა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, ისევე როგორც ჯამალ კრაუფორდმა – შორი სროლების დიდოსტატმა სათადარიგო მოთამაშემ.

ზაზა ფაჩულიამ მიმდინარე პლეი ოფში ყველაზე ცოტა ხანს ითამაშა, თუმც აქამდელ გამოსვლებთან შედარებით ყველაზე შედეგიანი იყო. ქართველმა ცენტრმა „ორლანდოსთან“ გასულ მატჩებში 20, 23, 26 წუთიც კი დაჰყო მოედანზე, თუმცა 4 ქულაზე მეტი არ დაუგროვებია. „ჩიკაგოსთან“ დღევანდელ მატჩში კი 8 წუთში 6 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ზაზამ სროლები ასწროცენტიანი შედეგიანობით შეასრულა: 2–დან 2 საჯარიმო და 2–დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

სერიის მომდევნო მატჩიც ჩიკაგოში, ჩვენი დროით 5 მაისს, გამთენიისას გაიმართება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Sportnews 3 მაი 2011 15:16
პირველ ტაიმს ვუყურე ლაივში , მერე დამეძინა , ფავორიტი კვლავ ჩიკაგოა , მაგრამ რავიცი იქნებ მოახერხოს ნახევარფინალში გასვლა ატლანტამ , ფაჩუალიას რაც შეეხება 8 წუთშუ 6 ქულა კაი შედეგია , მაგრამ უფრო მეტ სათამაშო დროც ექნებოდა თავიდან , როგორც გამოვიდა 2 პერსონალური რომ არ მიეღო.
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (151)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი