ატლანტამ ანგარიში გაათანაბრა

NBA 09-მაი, 12:369 Sportnews 1982


კონფედერაციის ნახევარფინალის მეოთხე შეხვედრაში "ატლანტამ" დაამარცხა "ჩიკაგო" და სერიაში ანაგარიში გაათანაბრა და 2-2 გახადა.

შეხვედრაში გადამწყვეტი გარდატეხა მასპინძლებმა მეოთხე მეოთხედში მოახდინეს , როდესაც თავიანთ მეტოქეს 14 ქულის სხვაობით მოუგეს , საბოლოოდ ანაგრიში 100:88 (28:26, 19:20, 20:23, 33:19) დამთავრდა.

შეხევდრის საუკეთესო მოთამაშედ ჯო ჯონსონი გახდა, რმელმაც 23 ქულა , 16 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

"ჩიკაგოს" შემადგენლობაში საუკეთესო კი 34 ქულით დერიკ როუზი იყო , მაგრამ "ჩიკაგოს" ლიდერის ასეთმა კარგმა თამაშმა მაინც ვერ მოუტანა შედეგი მის გუნდს.

ასევე კარგი შეხვედრა ჩაატარა ფაჩულიამ , რომელმაც მოედანზე 25 წუთი დაჰყო , ამ დროის განმავლობაში მან მოახერხა 9-ჯერ მოესნა ფარიდან ასხლეტილი ბურთი , აქედან 2 ჯერ შეტევაში და 7 ჯერ დაცვაში , მან 5 ქულა დააგროვა, 2 დან 1 ორქულიანი და 4 დან 3 ერთქულიანი ჩააგდო.

ამრიგად სერიაში ანგარიში გათანაბრდა და მომდევნო შეხვედრა უკვე "ჩიკაგოს" დარბაზში გაიმართება.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2020 (132)
აპრილი 2020 (216)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)
დეკემბერი 2019 (670)