რუბიო NBA-ში ითამაშებს

NBA 04-ივნ, 14:329 THE BRITISH 2753


რიკი რუბიო, ესპანეთინ ნაკრებისა და "ბარსელონას" გამთამაშებელი, შემდეგი წლიდან გადაბარგდება ოკეანის იქით და იასპარაზებს "მინესოტა ტიმბერვულვზის" რიგებში. "მგლებმა" რუბიო აირჩიეს 2009 წლის დრაფტზე მეხუთე ნომრად, მაგრამ ის აქამდე რჩებოდა ესპანეთში თავისი მცირე ასაკის გამო. წელს "მინესოტამ" ბოლო ადგილზე დაამთავრა რეგულარული სეზონი და გადაწყდა რომ რუბიო გუნდს უკვე გამოადგება.

ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა და ელოდება თავის მეტოქეს, ფინალის შემდეგ გადასვლა ოფიციალურად მოხდება. რიკი რუბიოს, თავისი მცირე ასაკის მიუხედავად, უკვე ბევრი ტიტული აქვს მოპოვებული. "ხოვენტუდთან" ერთად მან მოიგო - ევროპის ლიგა(2006), ლიგა ULEB(2008) და ესპანეთის თასი(2008). ბარსასთან ერთად ორჯერ მოიგო ესპანეთის თასი(2010,2011), ორჯერ ესპანეთის სუპერთასი(2009,2010) და ევროლიგა(2010). ხოლო ნაკრებთან ერთად მოიგო პეკინის ოლიმპიადის ვერცხლი და 2009 წლის ევროპის ჩემპიონატი.








მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
13_FCB 18 ივნისი 2011 15:32
სღ ამას ძაან მაგარია
Mr.Black And White 6 ივნისი 2011 16:43
admin,
belayაგარ ეყოლება... ისე ასეთებს ვინმე აკეთებს არ ვუყურებ ხშირად და ...
admin 6 ივნისი 2011 15:00
ვა ბარსას ორი მესი ყავს ? :D
Mr.Black And White 5 ივნისი 2011 19:40
მაგარი ტეხნარია



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2020 (122)
აპრილი 2020 (219)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)
დეკემბერი 2019 (670)