“ატლანტამ” წარუმატებელი სერია შეწყვიტა

NBA 24-თებ, 10:539 STEVEN 1519


“ატლანტამ” წარუმატებელი სერია შეწყვიტა
ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ, “ატლანტა ჰოუქსმა” ზაზა ფაჩულიას პირველი NBA-ური გუნდი – “ორლანდო მეჯიკი” მიიღო და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 5 ქულით დაამარცხა – 83:78.
მატჩის პირველ ნახევარში მასპინძელთა უპირატესობა აშკარა იყო და ქულათა სხვაობამ 17-ს მიაღწია – 47:30. ამის შემდეგ კი, ეტყობა “ჯადოქრებმა” რაღაც თავისებურ პროცედურებს მიმართეს და “ქორებიც” ვეღარ დაფრინავდნენ საკუთარ “ფილიპს არენაზე”, რის შედეგადაც მე-3 მეოთხედის ბოლოს სხვაობა სამ ქულამდე დავიდა – 58:55. თუმცა, როგორც იტყვიან, წამალმა ბოლომდე არ გაჭრა და მასპინძლებმა თამაში გამარჯვებამდე მაინც მიიყვანეს.
ქულების მხრივ, ზაზა დიდად ვერაფრით გამოირჩა – 2-ვე საჯარიმო გამოიყენა და 6 ორქულიანიდან მხოლოდ ერთი სტყორცნა ზუსტად, ანუ 4 ქულა მოაგროვა. თუმცა, მისთვის დავალებულ “შავ სამუშაოს” მაინც ართმევდა თავს.
და კიდევ – ფაჩულია კვლავ ძირითად ხუთეულში იყო და ჯამში 39:36 წუთს დაჰყო მოედანზე.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (8)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი