ფაჩულიამ კვლავ გამოტოვა, ატლანტამ სხვაობა შეამცირა

NBA 09-მაი, 11:499 Sportnews 2515


არ გამართლდა ექიმების ვარაუდი. „ატლანტა“-„ბოსტონის“ სერიის მეხუთე მატჩიც გაიმართა, მაგრამ ზაზა ფაჩულია მოედანზე არ გამოჩენილა. ქართველი ცენტრის ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა, რამაც ზაზას უკვე მე-12 მატჩი გამოატოვებინა.

ატლანტელებმა სერიის ეს მატჩი დაძაბულ ბრძოლაში, 1 ქულით მოიგეს - 87:86. მთელი ძალით ათამაშდა ალ ჰორფორდი, რომელიც წინა მატჩისგან განსხვავებით სასტარტო ხუთეულში იყო და თავისიანთაგან საუკეთესო შედეგიც დააფიქსირა - 19 ქულა, 11 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 3 პასი.

ატლანტელებმა ამ მატჩის მოგებით სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს - 2:3. მომდევნო შეხვედრა 11 მაისს ბოსტონში გაიმართება და აი, იქ მართებთ ატლანტელებს სიყოჩაღე. თუ წააგებენ, მათთვის სეზონი მთავრდება, მოიგებენ და სერიის გადამწყვეტ, მე-7 შეხვედრას უმასპინძლებენ


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (202)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი