ფაჩულიას 12 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ნიუ იორკთან

ქართული კალათბურთი / NBA 04-თებ, 12:209 Sportnews 2473


ზაზა ფაჩულია სათამაშო დროსთან ერთად შედეგიანობასაც უმატებს. "მილუოკის" ქართელი ცენტრი 2-თვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ მოედანს 2 დღის წინ დაუბრუნდა და 12 წუთში 4 ქულა მიითვალა, დღეს, გამთენიისას კი ის 18 წუთით გავიდა მოედანზე და 12 ქულასთან ერთად 7 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.

რაც მთავარია, გაუთავებელი წაგებების შემდეგ მილუოკელებმა იმარჯვეს. ფაჩულიას გუნდმა "ნიუ იორკს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 101:98 დაამარცხა. "ირმებმა" თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ მეორეში 10 ქულით იმარჯვეს და ლიდერობა დარჩენილ დროში კბილებით შეინარჩუნეს.

ფაჩულიას 12 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება ნიუ იორკთან


ფაჩულია სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. ის ძირითად ცენტრ ლარი სანდერსს ენაცვლებოდა, რომელმაც 29 წუთში 8 ქულა და 11 მოხსნა გააკეთა. ზაზამ მთლიანობაში მოედანზე 18:25 წუთი გაატარა და 9-დან 4 ოქრულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მილუოკელებში საუკეთესო ბრენდონ ნაითი იყო 25ქულა-7 პასით.

"მილუოკის" 9 გამარჯვების წილ 39 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციასთან ერთად მთელს ლიგაში ბოლო ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩი მილუოკელებს დენვერში 5 თებერვალს ელით.

წყარო: საქართველოს კალათბურთის ფედერაცია


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (177)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი