იგორ კოკოშკოვი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კიდევ 2 წლით უხელმძღვანელებს

ქართული კალათბურთი 11-მარ, 12:039 Sportnews 2406


იგორ კოკოშკოვი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კიდევ 2 წელი იმუშავებს. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა "კლივლენდ კავალერსის" მწვრთნელს თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეუთანხმდა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, კოკოშკოვი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 2014 და 2015 წლების მატჩებში უხელმძღვანელებს.

ჩვენს ეროვნულ გუნდს მიმდინარე წლის აგვისტოში ევროპის ჩემპიონატის შეარჩევ ტურნირში მოუწევს ასპარეზობა ჩეხეთის, უნგრეთისა და პორტუგალიის ნაკრებებთან. წარმატების შემთხვევაში საქართველო ზედიზედ მესამედ გავა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, რომელსაც 2015 წელს უკრაინა უმასპინძლებს

კოკოშკოვმა საქართველოს ნაკრები 2008 წელს ჩაიბარა, როცა ის ევროპის B დივიზიონში ასპარეზობდა. სერბი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩვენი ნაკრები პირველივე ციკლში A დივიზიონში გადავიდა, საიდანაც პირველივე ცდაზე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა.

2011წელს, ლიტვაში გამართულ ევრობასკეტზე, საქართვეოს ნაკრები კონტინენტის საუკეთესო 11 გუნდში მოხვდა. გასულ, 2013 წელს ქართველები ღირსეულად გამოვიდნენ სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, რის შემდეგც იგორ კოკოშკოვს საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულება ამოეწურა.

იგორ კოკოშკოვი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კიდევ 2 წლით უხელმძღვანელებს


კოკოშკოვის გარდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას ეროვნული გუნდის მწვრთნელობის კიდევ ერთი სერბი კანდიდატი ჰყავდა, თუმცა საფუძვლიანი ანალიზისა და მოლაპარაკებების შემდეგ არჩევანი ჩვენი ნაკრებისთვის კარგად ნაცნობ კოკოშკოვზე შეჩერდა. მოლაპარაკებები 10 მარტს დასრულდა და ურთირთშეთანხმების საფუძველზე იგორ კოკოშკოვმა კიდევ 2 წლით ჩაიბარა საქართველოს ეროვნული ნაკრები.

საკლუბო კარიერა

• 1992-1994 - "ბკ ბელგრადის" (იუგოსლავია) ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი
• 1994-1995 - "ბკ ბელგრადის" (იუგოსლავია) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი
• 1995-1996 - "ბკ ბელგრადის" (იუგოსლავია) მთავარი მწვრთნელი. 24 წლისა გახდა იუგოსლავიის კალათბურთის ისტორიაში უმაღლესი ლიგის გუნდის ყველაზე ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი.
• 1996-1997 – ბელგრადის "პარტიზანის" (იუგოსლავია) ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი.
• 1999-2000 – მისურის უნივერსიტეტის (აშშ-ს უმაღლესი სტუდენტური დივიზიონი) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. პირველი ევროპელი, რომელმაც დაიკავა აშშ-ს უმაღლესი სტუდენტური დივიზიონის გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობა.
• 2000-2003 - "ლოს ანჯელეს კლიპერსის" (ნბა) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. პირველი არა-ამერიკელი, რომელმაც დაიკავა ნბა-ს კლუბის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობა.
• 2003-2008 - "დეტროიტ პისტონზის” (ნბა) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.

• 2008-2012 - "ფინიქს სანზის" (ნბა) მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.

• 2012 - დღემდე - "კლივლენს კავალერსის" (ნბა) მთავარი მწვრთნელის პირველი ასისტენტი.

სანაკრებო კარიერა
• 1997-1999 – იუგოსლავიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.
• 2004 – სერბეთი-ჩერნოგორიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ათენის ოლიმპიურ თამაშებზე.
• 2005 – სერბეთი-ჩერნოგორიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ევროპის ჩემპიონატზე.

. 2008 - საქართველოს ნაკრები, მთავარი მწვრთნელი.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი