Image

ვილი ისიანი 14 ქულით დაბრუნდა

ქართული კალათბურთი 08-მარ, 13:389 LukaBero 110
image



















მცირე პაუზის შემდეგ ვილი ისიანმა ამერიკის სტუდენტურ ლიგაში შედეგიანი მატჩი ჩაატარა. 31 იანვრის შემდეგ ისიანის გუნდმა "დეტროიტ მერსი ტიტანსმა" 8 მატჩი გამართა, საიდანაც ქართველმა ფორვარდმა 4 ტრავმის გამო გამოტოვა, ხოლო 4-ში ჯამში 8 ქულა ჩააგდო.

6 მარტს გამართულ შეხვედრაში კი ვილიმ თავი 14 ქულას მოუყარა, თუმცა მისი გუნდი დამარცხებისგან ვერ იხსნა. დეტროიტელები სტუმრად "ჩრდილო კენტაკის" შეხვდნენ და გულუხვ მატჩში 88:99 დამარცხდნენ.

ისიანმა სასტარტო ხუთეულში – 33 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 14 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა
3-დან 2 ორქულიანი, 7-დან 2 სამიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ვილიმ 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი არ დაუკარგავს.

ამით დასრულდა ჰორაიზონ ლიგის რეგულარული ჩემპიონატი, რომელიც ისიანის გუნდმა 8 მოგებითა და 10 მარცხით დახურა და მე-7 ადგილი დაიკავა. ახლა პლეი-ოფის დროა, რომლის კალენდარიც მალე გამოქვეყნდება.

მომზადებულია საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საიტის მიხედვით.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (186)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა