შერმადინის და ბოისას „ოლიმპია“ ადრიატიკის ლიგის „ოთხთა ფინალში“ გავიდა

ქართული კალათბურთი 18-მარ, 13:079 admin 1854


საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოთამაშეების ვლადიმერ ბოისას და გიორგი შერმადინის ლიუბლიანის "ოლიმპიამ" ადრიატიკის ლიგის რეგულარული გათამაშება 17 მოგებით დაასრულა და "ოთხთა ფინალში" გავიდა.

ბოლო 26-ე ტურში, სლოვენიურმა კლუბმა სერბულ "რადნიჩკის" უმასპინძლა და იოლად - 92:65 მოუგო. ლიუბლიანელებმა მეტოქეს ყველა მეოთხედი მოუგეს, რაშიც საკუთარი წვლილი ქართველებმაც შეიტანეს. სასიამოვნოა, რომ ორივე ქართველმა კალათბურთელმა "ოლიმპიას" სასტარტო ხუთეულში ითამაშა, რაც შერმადინისა და ბოისას თანაგუნდელობის პერიოდში პირველად მოხდა.

საბოლოოდ, ვოვამ 14:15 წუთს ითამაშა და 11 ქულით, 3 მოხსნით, 2 პასითა და 1 დაფარებით, მასპინძელთა რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ. კარგად ითამაშა შერმადინმაც, რომელმაც ოც წუთში 7 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. ამრიგად, ლიუბლიანელებმა 26 ტურში 17 მატჩი მოიგეს და მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ სერბულ "პარტიზანს" (18 მოგება) ჩამორჩნენ.

ლიუბლიანური და ბელგრადული კლუბების გარდა, დასკვნით ეტაპზე კიდევ ერთი სლოვენიური გუნდი "კრკა" და ჩერნოგორიული "ბუდუჩნოსტი" გავიდნენ. "ოთხთა ფინალის" მატჩებს, 19-21 აპრილს, "ოლიმპიას" დარბაზი "სტოჟიცე" უმასპინძლებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი