შერმადინის და ბოისას "ოლიმპიამ" სლოვენიის ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა

ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 07-აპრ, 18:549 Sportnews 1839


დასანანი მარცხი იწვნია ვლადიმერ ბოისასა და გიორგი შერმადინის "ოლიმპიამ". სლოვენიის ჩემპიონატში მეორე ეტაპიდან ჩაბმულმა ლიუბლიანურმა გუნდმა საწყის სამ მატჩში იოლი გამარჯვებები მოიპოვა, ხოლო წუხელ, თანაქალაქურ "სლოვანთან" დრამატულ ბრძოლაში - 69:70 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ორივე კალათბურთელი ხუთეულში იყო, თუმცა არც ერთს ბევრი არ უთამაშია. ბოისამ მოედანზე 14 წუთი გაატარ, ხოლო შერმადინმა - 11. ვლადიმერი საკმაოდ აქტიური იყო. მასზე სლოვანელები 4-ჯერ დაჯარიმდნენ და ბოისას 7-ჯერ მოუწია საჯარიმოს სროლა, საიდანაც მხოლოდ 4 ჩააგდო. ვოვამ 2-დან 1 ორქულიანიც ჩააგდო და საბოლოოდ 6 ქულა დაუგროვდა, რასაც 2 მოხსნა და 1 პასიც მოაყოლა.

შერმადინმაც ცუდად შეასრულა საჯარიმოები. გიორგიმ 3-დან ყველა სროლა ააცილა, ხოლო სამი ორქულიანიდან 1 ჩააგდო და მისი მონაგრიც ეს იყო. იგი ფარქვეშ საკმაოდ აქტიური იყო და საბოლოოდ 6 მოხსნა დაუგროვდა.

"ოლიმპიას" ეს წაგება ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა. ჩემპიონატის ფავორიტმა "კრკამ" ამ ტურში იოლი გამარჯვება მიითვალა და 4 მტჩიდან დაუმარცხებლად ლიდერობს. "ოლიმპია" კი მეორე ადგილზეა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი