ფაჩულიამ და ”ატლანტამ” პლეი ოფი გამარჯვებით დაიწყეს

ქართული კალათბურთი / NBA 17-აპრ, 20:269 Sportnews 1991


საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას "ატლანტა ჰოუქსი" 16 აპრილს გამთენიისას პლეი ოფში ჩაერთო და პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოიპოვა. "ქორებმა" "ორლანდო მეჯიქი" სტუმრად 103:93 დაამარცხეს და მოედნის უპიარატესობაც დაიბრუნეს.

სერიაში გამარჯვება 4 მოგებამდეა და თუ ”ატლანტამ” ყველა საშინაო შეხვედრა მოიგო მაშინ მომდევნო ეტაპზეც გავა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე მხოლოდ 8:55 წუთი გაატარა და შესაბამისად 2 ქულას და 1 მოხსნას დასჯერდა.

უცნაურია, მაგრამ "ატლანტას" თავკაცი ლარი დრიუ ვეტერან ცენტრს ჯეისონ კოლინზს უფრო ენდობა, ვინც შედეგიანი სულაც არ არის. კოლინზმა 17:39 წუთი ითამაშა და 1 ქულა და 1 ჩაჭრა დააგროვა, მოედანი კი 6 ფოლის გამო დატოვა... იმედია, მომდევნო მატჩებში ქართველ კალათბურთელს უფრო მეტი დრო დაეთმობა, მითუფრო რომ რეგულარული სეზონის ბოლო მატჩებში ურიგოდ ნამდვილად არ თამაშობდა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ის სტუმრებმა წაგებული პირველი პერიოდის შემდეგ მაინც მოიგეს. ჯორჯიელებს კაპიტანმა ჯო ჯონსონმა ულიდერა, მან 25 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება გააკეთა. საოცარი თამაში ჩაატარა "ორლანდოს" ლიდერმა დუაიტ ჰოვარდმა, ვინც 46 ქულა, 19 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება დააგროვა, მაგრამ თავისი გუნდი წგებისგან მაინც ვერ იხსნა. ამ გუნდების მოდევნო დაპირისპირებას 19 აპრილს კვლავ "ორნალდო" უნმასპინძლებს.

მომდევნო მატჩების განრიგი ასეთია

მე-2 - სამშაბათი, 19 აპრილი, ორლანდო-ატლანტა

მე-3 - პარასკევი, 22 აპრილი, ატლანტა-ორლანდო

მე-4 - კვირა, 24 აპრილი, ატლანტა-ორლანდო

მე-5 - სამშაბათი, 26 აპრილი, ორლანდო-ატლანტა (თუ საჭირო გახდა)

მე-6 - ხუთშაბათი, 28 აპრილი, ატლანტა-ორლანდო (თუ საჭირო გახდა)

მე-7 - შაბათი, 30 აპრილი, ორლანდო-ატლანტა (თუ საჭირო გახდა)


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (151)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი