ნაკრებების მხარდასაჭერი ჰიმნი კალათბურთით დაიწყება

ქართული კალათბურთი 19-აპრ, 14:449 SillY 1817


ბოლო წლებში, ქართული სპორტული ცხოვრება საკმაოდ დატვირთული და საინტერესო გახდა. ყოველივე ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე დადებითად წარმოჩენას. სპორტულ ღონისძიებებსა და შეჯიბრებებს თან ახლავს გულშემატკივართა განსაკუთრებული აქტივობა და მხარდაჭერა, რომელთა მხრიდან წამოსული დადებითი ემოცია და მუხტი თითოეულ სპორტულ მოვლენას განსაკუთრებულ ეფექტს სძენს.

ქართველი სპორტსმენებიდან გამორჩეულ წარმატებას მორაგბეებმა და კალათბურთელებმა მიაღწიეს, რომლებიც მინდინარე წლის შემოდგომაზე, შესაბამისად, მსოფლიოსა (ახალი ზელანდია) და ევროპის (ლიტვა) ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე იასპარეზებენ. ამავე წლის მაისში, თბილისი ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატს მასპინძლობს, რომლის მონაწილენიც, აღნიშნული პირველობის დასრულების შემდეგ, ქუთაისში გადაინაცვლებენ და კონტინენტის პირველობას სწრაფ ჭადრაკში გაათამაშებენ.

2015 წელს, თბილისში, ქართული სპორტისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდება – ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ჩატარდება, რომლის მასპინძლობა ნებისმიერი ქალაქისთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა.

ყოველივე ზემოაღნიშნულმა დააჩქარა და დღის წესრიგში დააყენა ქართველი სპორტსმენებისა და მათი გულშემატკივრების გამაერთიანებელი ჰიმნის შექმნა. ხოლო რამდენად მასტიმულირებელი იქნება ახალი ჰიმნი ქართველი სპორტსმენებისთვის, ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს.



ახალი ქართული სანაკრებო ჰიმნი პირველად ლიტვაში აჟღერდება, როცა საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მინიმუმ 5 მატჩს გამართავს. ჩვენი ნაკრები ჯგუფში სლოვენიას, რუსეთს, ბელგიას, ბულგარეთს და უკრაინას გაეჯიბრება და საუკეთესო სამეულში მოხვედრის შემთხვევაში დამატებით მინიმუმ 3 მატჩს ჩაატარებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (179)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი