ერთიც და ფინალია

ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 23-აპრ, 11:519 M_X_E_C_I 1962


გიორგი ცინცაძის “როკს”, ესტონეთის ჩემპიონატის ფინალთან ერთი ნაბიჯი აშორებს. ტარტუელებმა ტალინის “ტტუ/კალევს” ნახევარფინალის მეორე მატჩიც მოუგეს (81:70) და თუკი, ოცდაშვიდ აპრილს მორიგ საშინაო თამაშშიც იმარჯვებენ, ფინალის საგზურს ვადაზე ადრე მიიღებენ.

გუშინდელი მატჩი ტალინში შედგა და შინაური პუბლიკის მხარდაჭერით გულმიცემულმა “ტტუ/კალევმა” პირველი ტაიმი 8 ქულით მოიგო, თუმცა, მეორე ტაიმში საქმე “შავად” წაუვიდა და საბოლოოდ, უშანსოდ დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა მოედანზე 27:25 წუთი გაატარა (სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა), რა დროშიც 8 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. გიორგიმ 5-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ორჯერ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი ერთხელ იუხეშეს.
ტარტუელთა რიგებში საუკეთესო მარეკ დორონინმა 18 ქულა ჩააგდო, ხოლო ტალინელთა ლიდერმა ოსბი ბამბალემ (23 ქულა, 12 მოხსნა) ორმაგი დუბლი შეასრულა.
მეორე ნახევარფინალურ სერიაში “კალევ კრამო” “როკვერე ტარვასს” 1:0-ს უგებს, მეორე თამაშს კი დღეს საღამოს, სტუმრად ჩაატარებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (255)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი