ფაჩულიას და ჯეისონ რიჩარდსონს ჩხუბის გამო დისკვალიფიკაცია ელით

ქართული კალათბურთი / NBA 23-აპრ, 13:269 Sportnews 2020


ზაზა ფაჩულიას „ატლანტა ჰოუქსმა" დღეს, გამთენიისას, „ორლანდო მეჯიქი" 88:84დაამარცხა და პირველ საპლეიოფო სერიაში 2:1 დაწინაურდა. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი კი ის ფაქტია, რომელიც მატჩის დასრულებამდე 2:22 წუთით ადრე მოხდა. ზაზა ფაჩულიამ და ორლანდოელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ჯეისონ რიჩარდსონმა იჩხუბეს, რის გამოც ორივე კალათბურთელი მოედნიდან გააძევეს და სავარაუდოდ, ისინი მომდევნო, სერიის მე-4 მატჩს გამოტოვებენ.

ყველაფერი კი ასე მოხდა: დუაიტ ჰოვარდი ატლანტელთა საჯარიმოში შეიჭრა, მას ფაჩულია მეურვეობდა. ქართველმა ცენტრმა ორლანდოელთა მოძრაობაში მყოფ ლიდერს ხელში ჩაარტყა, რაზეც ჰოვარდმა საპასუხოდ ზაზას იდაყვი მოარტყა და თავად მოედნის გარეთ გავარდა. სიტუაცია დაიძაბა და სანამ ჰოვარდი მობრუნდებოდა, ფაჩულიასთან ჯეისონ რიჩარდსონი მივიდა და სავარაუდოდ, მწარე სიტყვები უთხრა.

ქართველმა ცენტრმა რიჩარდსონს სახეში თავი რამდენჯერმე ჩაარტყა, ხოლო ჯეისონმა მარცხენა ხელი მოუქნია. შუაში მსაჯები ჩადგნენ, მოთამაშეებმა კი მოჩხუბრები გააშველეს.

„ეს არის სიტუაცია, როცა არასდროს ვიხევ უკან . ეს ჩემი პირადული ამბავია - თქვა ინციდენტის შესახებ ზაზა ფაჩულიამ - მე ცოტა აღელვებული ვიყავი გაცუდებული საჯარიმოს გამო, თუმცა ამის შესახებ მალევე დავივიწყე".

კომენტარში ფაჩულია მატჩის გმირის, ჯამალ კროუფორდის გაცუდებულ საჯარიმოს გულისხმობდა, რომელიც ატლანტელთა საუკეთესო მსროლელმა ამ ინციდენტამდე რამდენიმე წამით ადრე გააცუდა. შეხვედრა ძალიან დაძაბული, ქულა-ქულაში მიმდინარეობდა და თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. კროუფორდი საბოლოოდ მაინც გახდა გამარჯვების შემოქმედი, როცა სირენამდე 5 წამით ადრე სასწაულებრივი სამქულიანი ჩააგდო, "ატლანტა" 4 ქულით დააწინაურა და სტუმართათვის მიუწვდომელი გახადა.

ამ სამიანის შემდეგ კროუფორდის ანგარიშზე 23 ქულა დაგროვდა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ზაზა ფაჩულიას კი გადამეტებული ემოციურობის და ხშირი ჩხუბის გამო ტელეწამყვანებმა "ადგილობრივთა ლეგენდა" (local legend) უწოდეს და ამ მატჩის შესახებ სიუჟეტში ქართველი ცენტრის კევინ გარნეტთან ოდინდელი ჩხუბის კადრებიც ჩასვეს.

რაც შეეხება ზაზას გამოსვლას, ქართველმა ცენტრმა მოედანზე საკმაოდ ბევრი - 26:22 წუთი გაატარა და 4 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება ისე მიითვალა, რომ ბურთი არ დაუკარგავს. ფაჩულიამ 2-დან 1 ორქულაინი და ორივე საჯარიმო ჩააგდო. ნბა-ს დისციპლინარები მომხდარი ინციდენტის შესახებ ვერდიქტს უახლოეს საათებში გამოიტანენ. როგორც ამერიკელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, ფაჩულიას ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას წყალი არ გაუვა. რიჩარდსონის შესახებ კი გადაჭრით ვერაფერს ამბობენ. მომდევნო მატჩი ისევ ატლანტაში, ჩვენი დროით, 25 აპრილის გამთენიისას გაიმართება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2020 (9)
ნოემბერი 2020 (263)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
სიტი-რეალი