<<>>

კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე მატჩების დაწყების დრო დაზუსტდა

ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 27-აპრ, 19:559 Sportnews 2087


ლიტვაში გასამართ 2011 წლის საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც ითამაშებს მატჩების ჩატარების ზუსტი განრიგი და დრო დადგინდა.

ამ დრომდე მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომელ დღეს რა თამაში გაიმართებოდა, ახლა კი, ისიც დაზუსტდა თუ, რომელი შეხვედრა რომელ საათზე დაიწყება. იგორ კოკოშკოვის გუნდი პირველ მატჩს 31 აგვისტოს ლიტვის დროით 15:30 საათზე გამართავს.

მომდევო ორი დაპირისპირება კი რუსეთთან და სლოვენიასთან უკვე შედარებით გვიან 18:00 საათზე დაიწყება, რაც ალბათ იმით არის განპირობებული, რომ რუსეთი და სლოვენია ევროპული კალათბურთის გრანდები არიან და მათი შეხვედრები შედარებით დიდ ინტერესს იწვევს. ჯგუფის დარჩენილ ორ მატჩს კი ქართველი კალათბურთელები ისევ 15:30 საათზე გამართავენ.


კლაიპედა, 31 აგვისტო
15:30 ბელგია - საქართველო

კლაიპედა, 1 სექტემბერი
18:00 საქართველო - რუსეთი

კლაიპედა, 3 სექტემბერი
18:00 სლოვენია - საქართველო

კლაიპედა, 4 სექტემბერი
15:30 საქართველო - უკრაინა

კლაიპედა, 5 სექტემბერი
15:30 საქართველო - ბულგარეთი

შენიშვნა: მითითებულია ადგილობრივი, ლიტვის დრო.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (87)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (645)
სიტი-რეალი