არმია ევროჩელენჯის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს

ქართული კალათბურთი 06-ივლ, 21:389 admin 1822


7 ივლისს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ევროტურნირების კენჭისყრა გაიმართება. ჩვენი ყურადღება, რა თქმა უნდა, იმ ტურნირზეა მიპყრობილი, რომელშიც ქართული გუნდები მონაწილეობენ. ორწლიანი შესვენების შემდეგ ევროპაში ისევ გამოჩდნენ ქართული კლუბები – გასული სეზონის ჩემპიონი „არმია“ და მეოთხეადგილოსანი „სოხუმი“ ევროჩელენჯზე გამოვლენ.



მოახლოებული კენჭისყრისთვის ფიბა–ევროპამ უკვე განთესა გუნდები. სასიხარულო ინფორმაცია ისაა, რომ თავდაცვის სამინისტროს გუნდი პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. აქამდე ხომ ქართული კლუბების აქილევსის ქუსლი საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა და ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა იყო. ფიბა–ევროპამ რეგულარულ ჩემპიონატში (ჯგუფურ ეტაპზე) 19 გუნდი უკვე განთესა, რომელთა შორისაც „არმიაც“ მოხვდა.

არმია  ევროჩელენჯის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს



ამ 19–ს რანგით უფრო მაღალი ტურნირის, ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდნილი 8 გუნდი დაემატება. შესაბამისად, შეივსება 27 გუნდი, ხოლო დარჩენილი 5 კლუბი (ევროჩელენჯის ჯგუფურ ეტაპზე 32 გუნდი მონაწილეობს) საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეირჩევიან. ევროჩელენჯის საკვალიფიკაციო ეტაპზე 10 გუნდია, რომლებიც ორრაუნდიანი ორთაბრძოლის შემდეგ 5 იღბლიან საუკეთესოს გამოავლენენ. სწორედ ამ 10 გუნდში მოხვდა „სოხუმი“, რომელსაც ერთი მეტოქის დამარცხება მართებს, რათა ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს.



გთავაზობთ ევროჩელენჯზე მონაწილე გუნდებს:



რეგულარული ჩემპიონატი (ჯგუფური ეტაპი)

„არმია“ (საქართველო), ”ანტვერპენი” (ბელგია), “ოსტენდე” (ბელგია), “კერავნოსი” (კვიპროსი), “გოვერლა” (უკრაინა), “ნიჟნი ნოვგოროდი” (რუსეთი), “ხიმიკი” (უკრაინა), “ერდინე” (თურქეთი), “გოტინგენი” (გერმანია), “პო ორტეზი” (საფრანგეთი), “ნიტრა” (სლოვაკეთი), “ტელეკომი” (გერმანია), “პარდუბიცე” (ჩეხეთი), “ტურკ ტელეკომი” (თურქეთი), “რუანი” (საფრანგეთი), “კლუჟი” (რუმინეთი), “ოლდენბურგი” (გერმანია), “ლეიდენი” (ჰოლანდია)

“ფუენლაბრადა” (ესპანეთი)



საკვალიფიკაციო ეტაპი:

„სოხუმი“ (საქართველო), “ტრაისკირხენი” (ავსტრია), “მინსკ 2006” (ბელორუსი), “ატომერომუ” (უნგრეთი), “ტამპერე” (ფინეთი), “სპარტაკ პრიმორიე” (რუსეთი), “ენისეი” (რუსეთი), “შოლნოკი” (უნგრეთი), “კრასნიე კრილია” (რუსეთი) და “ტრიუმფი” (რუსეთი).



7 ივლისს გაირკვევა რეგულარული ჩემპიონატის ჯგუფების შემადგენლობები და ასევე საკვალიფიკაციო ეტაპის წყვილები. კენჭისყრას ორივე ქართული გუნდის წარმომადგენლები ესწრებიან.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (151)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი