გია კაზანჯიანის გაწვრთნილი 16–წლამდელები ესტონეთს გამარჯვებით ტოვებენ

ქართული კალათბურთი 13-ივლ, 11:389 admin 1980


საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრებმა ესტონელებს რევანში აუღო. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა ბალტიისპირელებთან მარცხის შემდეგ მომდევნო სპარინგ–მატჩი 71:69 მოიგეს. თან ისე, რომ ქართველები ბოლო მეოთხედის წინ 6 ქულით აგებდნენ და ბოლო ათწუთეულში ჩამორჩენაც გააბათილეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც.



პირველი მეოთხედი ესტონეთმა 17:14 მოიგო, მეორეში კი ქართველებმა 1 ქულა გააბათილეს და დიდი შესვენების შემდეგ 28:30 ჩამორჩებოდნენ. მესამე პერიოდში მასპინძლებმა იძალეს და როგორც ზემოთ მოგახსენეთ, გადამწყვეტი მეოთხედის წინ 6 ქულით დაწინაურდნენ. მატჩის დასკვნით ათწუთეულში კაზანჯიანის გუნდმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და გამარჯვების მოპოვება შესძლო.



ჩვენს ნაკრებში მოწონება დაიმსახურა უჩა გამრეკლიძემ, რომელიც 1996 წელსაა დაბადებული, ანუ 16–წლამდელთა ნაკრებში ამის მომდევნო ევროპირველობაზეც მოუწევს თამაში. მიუხედავად მცირე ასაკისა, გამრეკლიძემ დამაჯერებლად ითამაშა და ჩვენი გუნდის წარმატებაში ლომის წილი დაიდო. იგი ქუთაისელია და უკვე წელიწადზე მეტია, რუსეთში, საკუთარ მშობლებთან ერთად ცხოვრობს. თუმცა საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მოახერხა მისი სამშობლოში გამოძახება და 16–წლამდელთა ნაკრებშიც ათამაშებს. გამრეკლიძესთან ერთად ჩინებულად გაისარჯაა ნუგზარ აბულაძე, რომელმაც 23 წუთში 19 ქულა დააგროვა.



ქართველმა 16–წლამდელებმა ამით დაასრულეს ესტონური ტურნე და 13 ივლისს უკვე ფინეთში იქნებიან, სადაც სუომელ თანატოლებთან ასევე ორ საკონტროლო მატჩს გამართავენ.



საკონტროლო მატჩი 16-წლამდე ნაკრებთა შორის. ტალინი (ესტონეთი). 75 მაყურებელი
ესტონეთი 69:71 საქართველო

17:14, 13:14, 23:19, 16:24


საქართველო: ბოლქვაძე (20 წ. 7 ქ. 8 მ.), ამირხანაშვილი (9 წ.), ლილუაშვილი (15 წ. 3 ქ. 3 ჩ.), ტომარაძე (21 წ. 6 ქ. 3 მ . 3 ჩ.), დვალი (13 წ. 3 ქ. 3 ჩ.), აბულაძე (23 წ. 19 ქ.), გორდულაძე (2 წ.), დარახველიძე (15 წ. 3 ქ. 5 მ.), პულუზაშვილი (9 წ. 6 ქ.), კიტოშვილი (15 წ. 4 ქ.), ცქიტიშვილი (25 წ. 3 ქ. 14 მ.), გამრეკლიძე (31 წ. 17 ქ. 18 მ.).


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (126)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი