20-წლამდელებს თბილისში ღირსეული დახვედრა მოუწყვეს

ქართული კალათბურთი 27-ივლ, 00:549 Sportnews 1867


ბოსნიიდან დაბრუნებულ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს აეროპორტში ძღვა ხალხი და ჟურნალისტები დახვდნენ. მიზეზი გასაგებიცაა – დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ელიტ–დივიზიონის საგზური მოიპოვა. თანაც უბრალოდ კი არა, B დივიზიონის გამარჯვებული გახდა და თბილისში თასი ჩამოიტანა.

ეროვნულ ნაკრების ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლას თუ არ ჩავთვლით, ასეთი სიხარული ქართული კალათბურთელების ქომაგებს კარგა ხანია არ განუცდიათ. 2006 წელს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა, რომელშიც ვიქტორ სანიკიძე, გიორგი ცინცაძე, ლაშა გამყრელიძე, დავით საყვარელიძე და სხვა აწ უკვე ცნობილი კალათბურთელები თამაშობდნენ, ასევე მოიგო B დივიზიონის ჩემპიონობა და თბილისში თასი ჩამოიტანა.

თბილისის აეროპორტში გამოჩენილ 20–წლამდელებს დამხვედრები ტაშით შეეგებნენ, ჟრნალისტებმა კი არაერთი კომენტარი ჩამოართვეს ჩვენი ნაკრების წევრებსა თუ მწვრთნელს. თბილისში ვერ ჩამოვიდნენ ამ წარმატების მთავარი მოქმედი პირები – თორნიკე შენგელია, რომელიც სარაევოში გამართული ტურნირის საუკეთესო მოთამაშე და თავდამსხმელი გახდა და მთავარი მწვრთნელი დავით უსტიაშვილი. ისინი ეროვნულ ნაკრებს ავსტრიაში შეუერთდნენ.




მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:







Filtered Filtered








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2020 (53)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (126)
აპრილი 2020 (214)
მარტი 2020 (653)
თებერვალი 2020 (504)