ავსტრიამ ოფიციალური ამხანაგური მატჩი მოგვიგო

ქართული კალათბურთი 01-აგვ, 14:119 Sportnews 3667


საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიასთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ამჯერად შეხვედრას მაყურებელი დაესწრო და გუნდებმა წინა მატჩისგან განსხვავებით ზუსტად 40 წუთი ითამაშეს (წინა შეხვედრა მხარეთა მოლაპარაკებით 55 წუთს გაგრძელდა).

ავსტრიის ნაკრებმა მეტად ხისტად ითამაშა. მასპინძლები ქართველებს არ ერიდებოდნენ. საბოლოოდ ავსტრიელებმა დამაჯერებლად – 72:54 იმარჯვეს. მატჩის შემდეგ ჩვენი რესპოდენტი ტრადიციულად დავით უსტიაშვილი გახდა. ნაკრების ასისტენტმა მწვრთნელმა მატჩის დეტალები გვიამბო.

– რა უნდა ვთქვათ, წავაგეთ, რაც უპირველესად ჩვენი ბრალია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეტოქემ წარმატებას გადამეტებულად აგრესიული თამაშის ხარჯზე მიაღწია, თანაც მსაჯებისგანაც ჰქონდათ მხარდაჭერა. შეხვედრას ავსტირიელი არბიტრები უძღვებოდნენ, რომლებიც აშკარად გამოხატავდნენ საკუთარი თანამემამულეების მიმართ სიმპათიას, თუმცა რა უნდა გვექნა. ეს არაფერია, მზადების პროცესში ვართ, წინ 1 თვეა და ამ ხნის განმავლობაში ბიჭები ბევრს რამეს გამოასწორებენ, შეთამაშდებიან.

– რამდენმა კალათბურთელმა ითამაშა?

– შეხვედრაში მონაწილეობა მხოლოდ ლაშა ფარღალავას არ მიუღია. რაც შეეხებათ მანუჩარ მარკოიშვილსა და გიორგი შერმადინს, ისინი განაცხადში არ იყვნენ. ექიმების რჩევით მათ ეს მატჩი გამოტოვეს.

– შერმადინს რა მოუვიდა?

– არაფერი ისეთი, ფეხმა შეაწუხა და ექიმმა 2–3 დღით დასვენება გამოუწერა. მომდევნო ამხანაგურ მატჩს ორივე მათგანი ითამაშებს.

– მატჩს ბევრი მაყურებელი დაესწრო?

– საშუალოდ. არც ბევრი და არც ცოტა. მასპინძლებს მხარდაჭერა ნამდვილად ჰქონდათ.

– B დივიზიონის ბინადართან 18 ქულით წაგება საგანგაშო ხომ არ არის?

– ნამდვილად არაფერია საგანგაშო. ახალი შეკრებილები ვართ, გამალებით ვვარჯიშობთ. ბიჭები გაძაბულები არიან და თამაში ჩაუვარდათ. წინ კიდევ 1 თვე გვაქვს და დარწმუნებული ვარ, სათანადო კონდიციაშიც შევალთ.

ამხანაგური მატჩი. ავსტრია. ბადენი. 31 აგვისტო

ავსტრია 72:54 საქართველო

17:10 19:15 18:18 18:11



საქართველო: გამყრელიძე (1), ა, ბოისა (4), ვ. ბოისა, ფაჩულია (12), ცინცაძე (6), სანიკიძე (2), ცქიტიშვილი (15), ჰენსი, შენგელია (11), შარაბიძე, მეტრეველი, ფაცაცია (3)






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2020 (116)
აპრილი 2020 (219)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)
დეკემბერი 2019 (670)