საქართველო ჩემპიონია

ქართული კალათბურთი 15-აგვ, 21:149 Sportnews 1969


საქართველოს ეროვნული ნაკრები ალმერის საერთაშორისო ტურნირის – „Euro Jam Countdown 2011”-ის გამარჯვებული გახდა. ოთხთა ტურნირის ბოლო მატჩში მასპინძელი ჰოლანდია ისრელს შეხვდა და 80:70 დაამარცხა. შესაბამისად, საბოლოო ცხრილმაც ასეთი სახე მიიღო:

საქართველო 3 2 1 236:203 5

ჰოლანდია 3 2 1 227:210 5

ვილანოვა 3 1 2 209:252 4

ისრაელი 3 1 2 237:244 4


საქართველომ და ჰოლანდიამ ქულათა თანაბარი რაოდენობა დააგროვეს, თუმცა იგორ კოკოშკოვის გუნდმა მასპინძლებს ჩაგდებულ-მიღებული ბურთების საერთო შეფარდებითაც აჯობა და პირად შეხვედრაშიც 77:72 სძლია. ასე და ამგვარად, ჩვენი ნაკრები ალმერის ოთხთა ტურნირის გამარჯვებულია, რომელშიც საქართველოსთან და ამერიკის სტუდენტური ლიგის გუნდ „ვილანოვასთან“ ერთად ჰოლანდიისა და ისრაელის ეროვნული ნაკრებებიც გამოდიოდნენ.

„ჰოლანდია-ისრელის მატჩის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზე გავიდა. მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. როგორც გამარჯვებულ გუნდს, ტურნირის ორგანიზატორებმა სპეციალური თასი გადმოგვცეს, რომელიც თბილისში მოგვაქვს“ – განაცხადა ეროვნული ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
ქართველი... 16 აგვისტო 2011 10:28
ძაან გასახარია ძაან... თითოეული გამარჯვება და საპრიზო ადგილი მნიშვნელოვგანია ჩვენთვის ))) საღოლ ბიჭებს....



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (204)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი