ქართველების გმირობა რიგაში და ფაჩულიას ეროვნული რეკორდი

ქართული კალათბურთი 23-აგვ, 11:069 Sportnews 2130


საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი მატჩი მოიგო. იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა რიგაში ევროპის ჩემპიონატისთვის სამზადისში მყოფი ლატვიის ნაკრები 83:79 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ამხანაგური იყო, ძალიან დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდს გამარჯვება სურდა, რასაც საქართველომ თავისი კაპიტნის დახმარებით მიაღწია. ზაზა ფაჩულიამ ეროვნულ ნაკრებში საუკეთესო შედეგი აჩვენა – 42 ქულა აქამდე არავის ჩაეგდო. არაოფიციალურ მატჩებში წინა რეკორდიც ზაზას ეკუთვნოდა (39 ქულა მაკედონიასთან 2007 წელს), ხოლო ოფიციალურ მატჩებშიც მისი შედეგია საუკეთესო – 36 ქულა ფინეთთან 2006 წელს.

ამხანაგური მატჩი. რიგა. 22 აგვისტო

ლატვია 79:83 საქართველო

20:13 24:21 19:25 16:24


რაც შეეხება ლატვიასთან მატჩს, იგი მასპინძლებმა უკეთ დაიწყეს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ 2 ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ტაიმი ჩაატარა. პირველში კოკოშკოვის გუნდი ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, ხოლო მეორეში მეტოქეს შანსი არ დაუტოვა.

პირველმა ტაიმმა ორმხრივ შეტევებში და შეცდომებში ჩაიარა. ლატვიელები იოლად გადიოდნენ სასროლ პოზიციაზე და ესროდნენ კიდეც. მართალია, მასპინძლები ბევრს აცელდნენ, თუმცა საკმარისადაც ჩაადგეს და პირველი მეოთხედი 7 ქულითაც მოიგეს. საქართველოს ნაკრების კალათბურთელები შეტევაში ბევრ შეცდომას უშვებდნენ, იქნებოდა ეს ბურთის დაკარგვა, აცილება თუ შეტევაში ჯარიმა. შეცვლებმა ვერ გამოასწორა საქართველოს თამაში. ნიკოლოზ ცქიტიშვილმა, გიორგი შერმადინმა და მარკიზ ჰაინსმა ჩვენების თამაშს აგრესია ვერ შემატეს. ერთ ეპიზოდში იგორ კოკოშკოვის გუნდმა გამოასწორა დაცვა და შედეგად ანგარიშის გაბათილებაც შეეძლო, მაგრამ ფართან პირისპირ დარჩენილ მარკიზ ჰაინესს მეურვე წამოეწია და დაუფარა. მომდევნო ორ შეტევაში ლატვიელებმა 2 სამქულიანი ჩააგდეს და პირელი მეოთხედი ხელჩასაჭიდი უპირატესობით – 20:13 მოიგეს.
ქართველების გმირობა რიგაში და ფაჩულიას ეროვნული რეკორდი

მეორე მეოთხედის დასაწყისში მოედანზე პირველად გამოჩნდა თორნიკე შენგელია, რომელმაც კარგი პასები მიიღო თანაგუნდელებისგან და ახალგაზრდა ფორვარდმა ფარქვეშიდან რამდენიმე ბურთი ჩააგდო. ლატვია პრესინგზე გადავიდა და ამან მასპინძლებს გაუმართლათ. მათ სწრაფი გარღვევაც ჩააგდეს და სამქულიანიც, რის შემდეგაც ბალტიისპირელების უპირატესობამ 10–ქულიან ზღვარს გადააჭარბა – 32:21 პირველი ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე.

მოედანზე კოკოშკოვმა ძირითადი ხუთეული დააბრუნა. ზაზა ფაჩულიამ ზედიზედ 3 შეტევა შედეგიანად დაასრულა, ვიქტორ სანიკიძემაც სამიანი ჩააგდო და ჩვენებმა ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირეს – 30:37, თუმცა ისევ სამიანი მივიღეთ და ლატვიელთა უპირატესობა 10 ქულამდე გაიზარდა.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კვლავ ფაჩულიამ იყოჩაღა დაცვაში და ფართან პირისპირ დარჩენილ ჰაინსზე ლატვიელები დაჯარიმდნენ. ამჯერად ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი ზუსტი აღმოჩნდა და საქართველომ ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა – 34:42. მასპინძლებმა ბოლო შეტევა შედეგიანად დაასრულეს და ლატვია დიდ შესვენებაზე ათქულიანი ლიდერობით გავიდა – 44:34. ერთი საინტერესო მომენტი: ლატვიელებმა პირველ ტაიმში 22 სამქულიანი ესროლეს, ჩვენებმა კი – 4.

მესამე მეოთხედი საქართველოს შტურმით დაიწყო. კოკოშკოვის გუნდი მთლიანად გადასხვაფერდა. ქართველებმა დაცვა გაამაგრეს და ამით შვება იგრძნეს. საწყისი 3 წუთი ქართველებმა 12:2 მოიგეს და ანგარიში გაათნაბრეს – 46:46. დაცვაში კარგ თამაშს შეტევაში წარმატებული გარჯაც დაერთო, რაშიც ზაზა ფაჩულიას გამოირჩეოდა. ზაზას მანუჩარ მარკოიშვილიც შეეშველა, რომელმაც შორი სროლაც ჩააგდო და ჩვენმა ნაკრებმა შთამბეჭდავად ჩატარებული სამწუთიანი მონაკვეთის შემდეგ ანგარიში გაათანაბრა.

ცოტა ხანში საქართველო წინაც გავიდა. არტურს ბერზინსის ორქულიანს სანიკიძემ სამიანით უპასუხა და მესამე მეოთხედის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ქართველებმა ამ შეხვედრაში პირველად მოახერხეს დაწინაურება – 49:48. მომდევნო შეტევაში ლატვიელებმა 1 საჯარიმო ჩააგდეს, ეს ლაურის ბლაუსმა მოახერხა, თუმცა ზაზა ფაჩულიამ საპასუხოდ ერთი შეტევისას ორქულიანიც ჩააგდო და მას საჯარიმოც მოაყოლა. ჩვენს კაპიტან ნიკოლოზ ცქიტიშვილმაც აუბა მხარი და მორიგი ორქულიანით ქართველებმა უკვე დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვეს – 54:49 პერიოდის დასრულებამდე 4 წუთით ადრე. ქართველებმა მესამე პერიოდის საწყის 6–წუთიან მონაკვეთში მასპინძლები 20:5 გაანადგურეს .ქართველების გმირობა რიგაში და ფაჩულიას ეროვნული რეკორდი
მომდევნო წუთებმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა, თუმცა იანის ბლუმსისა და დაირის ბერტანსის ზუსტი თამაშის შემდეგ ქართველების 6–ქულიანი უპირატესობა (56:50) ჯერ ქულამდე შემცირდა – 56:55, შემდეგ კი მასპინძლებმა ლიდერობაც მოიპოვეს, რაც ბერტანსის პირადი დამსახურება იყო – 63:56. წუთნახევრიანი მონაკვეთი მასპინძლებმა 13:0 მოგვიგეს და მესამე მეოთხედში გამოჩენილი ყოჩაღობა წყალში ჩაგვეყრებოდა, მანუჩარ მარკოიშვილის სირენამდე 3 წამით ადრე სამქულიანი რომ არ ჩაეგდო. გადამწყვეტი მეოთხედის წინ ლატვია 4 ქულით ლიდერობდა – 63:59.

ბოლო მეოთხედი ნიკოლზ ცქიტიშვილის მიჯრით მოპოვებული (ორიანს პლუს სამქულიანი) 5 ქულით განახლდა და საქართველოს ლიდერობა დაიბრუნა – 64:63. ამას მოჰყვა ფაჩულიას ერთმანეთის მიყოლებით ჩაგდებული 2 ორქულიანი და საქართველოს ნაკრები საფინალო სირენამდე 5:40 წუთით ადრე 67:63 დაწინაურდა. ამ მომენტისთვის ზაზა ფაჩულიას უკვე მოგროვებული ჰქონდა 26 ქულა (12-დან 10 ორქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო). საქართველომ კი ბოლო მეოთხედის საწყისი 4:20 წუთი ლატვიას 8:0 მოუგო.

ლატვიელთა ლიდერი იანის ბლუმსი 2 საჯარიმოს აგდებს, თუმცა ზაზა მეთერთმეტე ორქულიანს ითვლის და ქართველებს 4–ქულინი უპირატესობა უნარჩუნდებათ – 69:65 დასრულებამდე 4:47 წთით ადრე. ლატვიელები ბლუმსის და რიჩარდ კუკსიკსის ძალისხმევით ისევ ათანაბრებენ (71:71), თუმცა ფაჩულია კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა და ჩვენებს ისევ 4 ქულით აწინაურებს – 75:71.

დარჩენილ დროში დრამა გათამაშდა. ლიტველები მოსაგებად გაიწივნენ, მათ კი პასუხს მხოლოდ ზაზა ფაჩულია აძლევდა. საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თუმცა ამაზე ბოლოს ვიტყვით და ახლა თამაშის ბოლო წუთების შესახებ მოვყვებით. იანის ბლუმსი 2 ქულამდე ამცირებს მასპინძელთა ჩამორჩენას, თუმცა ფაჩულია მიჯრით კვლავ 4 ქულას ითვლის (საჯარიმოებს პლუს ორქულიანი) და საფინალო სირენამდე 1 წუთით ადრე ქართველები 6 ქულით გადიან წინ – 79:73.
ქართველების გმირობა რიგაში და ფაჩულიას ეროვნული რეკორდი
ლატვიელები არ გატყდნენ და ანგარიშის გათანაბრება 30 წამში მოახრხეს. იანის ბლუმსმა სამქულიანით ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა, შემდეგ კი ლატვიელები დაცვაში გამაგრდნენ და გიორგი ცინცაძეს შეტევისთვის განკუთვნილი დროის ბოლო წამებზე მოუხერხებელი სიტუაციიდან აიძულეს სროლის შესრულება, რომელიც მიზანს ასცდა და ... იანის შტრელნიეკსმა ორქულიანი ჩააგდო, რა დროსაც მასზე ფაჩულიამ წესი დაარღვია და ლატვიელმა ზუსტი საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა. თამაშის დასრულებამდე 21 წამი რჩებოდა, თუმც ფაჩულიამ 1 წამში საჯარიმოების სროლის უფლება მოიპოვა და ზუსტი სროლებით საქართველო 2 ქულით დააწინაურა. ლატვიელებმა ბოლო შეტევაში ბურთი გაათამაშეს და გადამწყვეტი სროლის შესრულება ბლუმსმა ითავა,რომელმაც ააცილა და ფარიდან ასხლეტილი ბურთი ფაჩულიამ მოხსნა, რომელზეც ლატვიელები დაჯარიმდნენ. თამაშისთვის განკუთვნილი დრო ამოწურული იყო, ზაზამ 2 ზუსტი საჯარიმოთი საკუთარი მონაგარი 42 ქულამდე რომ გაზარდა. იგი ამ შედეგით ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი გახდა. თუმცა წინა რეკორდიც მას ეკუთვნოდა.

ახლა კი იმ ფაქტზე, რაც ფაჩულიამ ამ მატჩში მოიმოქმედა: საქართველომ ბოლო მეოთხედში 24 ქულა ჩააგდო. ამ მონაგრის საწყისი 5 ქულა ბოლო პერიოდის პირველსავე წუთზე ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ჩააგდო, ხოლო დარჩენილი 19–ივე ქულა ზაზა ფაჩულიას ანგარიშზეა. ანუ ისე გამოვიდა, რომ მატჩის ბოლო 9 წუთის განმავლობაში ლატვიელებს ბურთს მხოლოდ ქართველთა კაპიტანი უგდებდა. საბოლოოდ ზაზამ შეხვედრა შთამბეჭდავი სტატისტიკით დაასრულა: მან 17 ორქულიანიდან 14 ჩააგდო, რასაც 14 ცდიდან ჩაგდებული 14–ივე საჯარიმო მოაყოლა.

საქართველო ლატვიას კიდევ ერთხელ გაეჯიბრება ამხანაგურად. მომდევნო მატჩი ზეგ, 24 აგვისტოს, ლატვიის ქალაქ ვენტსპილსში გაიმართება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
admin 23 აგვისტო 2011 17:04
ციტატა: რაულიტო
პრესპექტივებს
არა გოგა პერსპექტივებს,
ამათან კიდევ ერთი თამაში გვაქვს როგორც ვიცი და იქაც უნდა მოვუგოთ
Sportnews 23 აგვისტო 2011 11:21
ყოჩაღ ზაზას , ყოჩაღ ჩნეს ეროვნულ ნაკრებს , ლატვია ძლიერი გუნდია და მათი სტუმრად დამარცხება შესანიშნავ პრესპექტივებს ბადებს ევრობასკეტზე
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (194)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი