კლაიპედაში საქართველოს ნაკრების ვარჯიშმა დიანტერესება გამოიწვია

ქართული კალათბურთი 30-აგვ, 22:309 Sportnews 5700


საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს დილას იმ დარბაზში ივარჯიშა, სადაც ხვალ ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს გამართავს. კლაიპედად არენაზე იგორ კოკოშკოვის გუნდი ადგილობრივი დროით 11 საათზე გამოცხადდა და საათნახევრის განმავლობაში არაერთ კომპონენტში ივარჯიშა.

კოკოშკოვის გუნდი სრული შემადგენლობით იმყოფებოდა მოედანზე და ექიმების განცხადებით ტრავმაც არავის აწუხებს. მოთამშეებმა ფარშიც ბლომად ესროლეს, კომბინაციებზეც იმუშავეს და სხვადასხვა დეტალებიც დახვეწეს. ვარჯიშში აქტიურად იყო ჩაბმული გუნდის თავკაცი იგორ კოკოშკოვი, რომელიც მოედანზე მოთამაშეებს თითოეულ დეტალს უხსნიდა, თუმცა კალათბურთელებს განმარტებები არ სჭირდებოდათ – ყველა კარგად იგებდა იმას, თუ რა მომენტში როგორ მოქცეულიყო. ეს იმ ერთობლივი მუშაობის შედეგი იყო, რაც ნაკრებმა გასულ მოსამზადებელ პერიოდში გასწია.

კლაიპედაში საქართველოს ნაკრების ვარჯიშმა დიანტერესება გამოიწვია


საქართველოს ნაკრების ვარჯიში ოფიციალური იყო და მისი დასკვნითი ნაწილი ნებისმიერი ჟურნალისტვისთვის ღია გახლდათ. ვარჯიშის შემდეგ სლოვენიელი, ბელგიელი, რუსი და ქართველი ჟურნალისტებიც მოვიდნენ და კალათბურთელებს გაესაუბრნენ. ბელგიელები თორნიკე შენგელიას შემოეხვივნენ და თუ რა გამოკითხეს, თორნიკემ დარბაზიდან სასტუმროს გზაზე ჩვენს ვებ–გვერდს მოუყვა:

კლაიპედაში საქართველოს ნაკრების ვარჯიშმა დიანტერესება გამოიწვია


„ბელგიელებმა მკითხეს, აქსელ ერველი რომ დაგვემტვრა, ამან როგორ იმოქმედა თქვენს ნაკრებზეო. ვუპასუხე, ეგ ამბავი ბელგიელებისთვისაა ცუდი, თორე ჩვენ ისეთივე მონდომებით უნდა ვთამაშოთ, როგორითაც ერველის ყოფნის დროს უნდა გვეთამაშა–თქო. შემდეგ ბელგიელებმა მითხრეს, ჩვენს ჩემპიონატში რომ თამაშობ, ეს ალბათ ცუდი მომენტია შენთვის, რადგან ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობას კარგად ეყოლები შესწავლილიო. იციან, მაგრამ მე მაინც ჩემსას ვეცდები და რა გამომივა, მოედანზე გამოჩნდება მეთქი“.

კლაიპედაში საქართველოს ნაკრების ვარჯიშმა დიანტერესება გამოიწვია


სლოვენიელები ვლადიმერ ბოისას შემოეხვივნენ და სლოვენიურად დაუწყეს საუბარი. რუსეთის ტელეკომპანია „ოერტეს“ ჟურნალისტი კი ჩვენი ნაკრების გენერალურ მენეჯერ მერაბ რატიშვილს გამოელაპარა და რუსეთის ნაკრებთან მატჩის მნიშვნელობა შეაფასებინა. ჩვენმა მენეჯერმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის მეტოქე მეტოქეა და ყველასთან მაქსიმალური მობილიზებით ითამაშებს.

კლაიპედაში საქართველოს ნაკრების ვარჯიშმა დიანტერესება გამოიწვია


აი, რა განწყობით ხვდებიან ჩვენი ნაკრების წევრები ხვალინდელ მატჩს:

ნიკოლოზ ცქიტიშვილი:

„ამ მატჩს დიდი ხნის განმავლობაში ველოდებოდით, მისთვის ვემზადებოდით და აი, ხვალ ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას გავმართავთ. განწყობა საბრძოლოა. კარგი შეკრება გავიარეთ და ვფიქრობ, უმაღლეს დონეზე ვართ მომზადებულები. შარშან ბელგიასთან არ გაგვიმართლა, ორივე შეხვედრა წავაგეთ და ვფიქრობ, ეს დამატებით სტიმულს გვაძლევს საიმისოდ, რომ კიდევ უფრო მოვინდომოთ. ბელგიელებს დიდი ძალა დააკლდათ ალექს ერველის სახით, რომელიც გუნდის ლიდერი იყო და ჩვენთან ვერ ითამაშებს“.

კლაიპედაში საქართველოს ნაკრების ვარჯიშმა დიანტერესება გამოიწვია


მანუჩარ მარკოიშვილი:

„ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კარგ დაცვას ვითამაშებთ. ასევე რამდენად სტაბილურები ვიქნებით შეტევაში. დაცვაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად წარმატებით ესვრიან ბელგიელები სამქულიანებს. მათი თამაში შორ სროლებზე და შემდეგ სამწამიანში თამაშზეა აწყობილი. თუკი მონდომებით ვითამაშებთ დაცვაში, ვფიქრობ, საწადელს
მივაღწევთ“.

კლაიპედაში საქართველოს ნაკრების ვარჯიშმა დიანტერესება გამოიწვია



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (153)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი