<<>>

იგორ კოკოშკოვი: თუ მონდომებით, ჭკვიანურად და გუნდურად ვითამაშებთ, ბელგიას დავამარცხებთ

ქართული კალათბურთი 30-აგვ, 22:439 Sportnews 2748


„თუ მონდომებით, ჭკვიანურად და გუნდურად ვითამაშებთ, ბელგიას დავამარცხებთ“ – ეს განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების სერბმა თავკაცმა იგორ კოკოშკოვმა, სანამ ჩვენი ნაკრების დილის ვარჯიშის შემდეგ თავის თანაშემწეებთან თათბირს შეუდგებოდა. ჩვენი ნაკრების მწვრთნელი მოსამზადებელი პერიოდით კმაყოფილია და ბელგიუესთან მატჩს სიფრთხილით ხვდება...


– ეთანხმებით აზრს, რომ ბელგიასთან მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჯგუფურ ეტაპზე?

– ვეთანხმები, ოღონდ იმ გაგებით არა, როგორითაც კითხვა დამისვით. ჩვენი ნაკრებისთვის ყოველი მომდევნო მატჩი უმნიშვნელოვანესია. ამ მომენტისთვის მომავალი მატჩი ბელგიასთან გვაქვს და იგია მნიშვნელოვანი, ხოლო შემდეგ რუსეთთან შეხვედრა იქნება, შემდეგ სლოვენიასთან და ასე შემდეგ. ჩვენ საკმაოდ დიდ ტურნირში ჩავებით და აქ თუ მაქსიმალურად არ დაიხარჯე, წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

– რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდის სადღეისო ფორმით?

– საქართველოს ნაკრებმა გაიარა მომზადების ყველა ფაზა, რაც აუცილებელია ნებისმიერი გუნდისთვის. ჩვენი ნაკრები მომზადებულია როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. ვფიქრობ, რაც შეკრება დავიწყეთ, ჩვენი ნაკრები ახლა მზადყოფნის მწვერვალზე იმყოფება. ყველამ ძალიან შრომატევადი სამუშაო გასწია.

– ბელგიასთან მატჩში რა იქნება თქვენი მთავარი საზრუნავი?

– ის, რომ გუნდურად ვითამაშოთ. ჩვენს ბიჭებს გააჩნიათ როგორც მონდომება, ისე ჭკუა, არც შემართება აკლიათ. მთავარია, გუნდური სულისკვეთებით ვითამაშოთ და დარწმუნებული ვარ, სასურველ შედეგს მივაღწევთ.

– სამქულიანებზე რას იტყვით?

– შორი სროლები არის ბელგიელთა ძირითადი იარაღი და ჩვენ მათ შესაბამისი ტაქტიკა უნდა დავუირისპიროთ. კარგი მსროლელები გვყავს ჩვენს, თუმცა, ვფიქრობ, დაცვაში გუნდური თამაშის წყალობით შესაძლებელი იქნება ბელგიელთა შეჩერება.

– რას იტვით იმაზე, რომ ბელგიელებს აქსელ ერველი დააკლდათ?

– ერველი გუნდის მოტორი იყო. შესაძლოა, ის არ იყო გამორჩეულად კარგი მსროლელი, ან დამცველი, მაგრამ ბევრ ისეთ სამუშაოს ასრულებდა, რაც ბელგიელებს ჰაერივით ჭირდებოდათ. ის ძალიან საჭირო მოთამაშეა ბელგიისთვის, თუმცა არ მიმაჩნია, რომ დიდიე მბენგას შემატება ბელგიელებს არ გააძლიერებთ. ისედაც და ასედაც საბრძოლი გვაქვს.

– რას პიქრობთ, ვის მხარეზეა უპირატესობა?

– უპირატესობა იმის მხარეზეა, რომელი გუნდიც ბოლომდე დაიხარჯება. საქართველოს ნაკრები რომ ბოლომდე დაიხარჯოს, ამის არაერთი მიზეზი აქვს. მარტო ის რად ღირს, რომ ესაა ისტორიული მომენტი ქართული კალათბურთის არსებობის მანძილზე. ევროპის ჩემპიონატზე ვართ და გვერდში ამდენი ადამიანი გვიდგას. რამდენადაც ვიცი, ჩვენს გუნდს გამხნევება არ მოაკლდება, და ვფიქრობ, ნაკრებიც შეძლებს ყველა გულშემატკივარს გული გაუხაროს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:












მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აგვისტო 2020 (91)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (205)
მარტი 2020 (645)
სიტი-რეალი