Image

დასანანი და ღირსეული მარცხი

ქართული კალათბურთი / ევრობასკეტი 2011 01-სექ, 22:499 Sportnews 2803


















მიუხედავად მარცხისა ქართულ კალათბურთს კიდევ ერთი ისტორიული დღე შეემატა, გუშინდელ შეხვედრაში ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ქართველმა კალათბურთელებმა მართლაც ღირსეული მატჩი აჩვენეს რუსეთთან და დასანანი მარცხი იწვნიეს.

როდესაც საქართველოს ნაკრებთან გვაქვს საქმე ძნელი იყო ობიექტური და რეალური თვალით შეხედო, მაგრამ მოდით რეალური თვალით შევხედოთ საქართველოს ნაკრები რამდენიმე წლის წინ B დივიზიონში თამაშობდა, შემდეგ A დივიზიონში, დღეს კი ევროპის ჩემპიონატზე. რუსეთის ნაკრები ჩვენთან შედარებით ჯგუფის აშკარა გამოკვეთილი ფავორიტი იყო, იყო სწორედაც, რომ იყო, რადგან დღევანდელ შეხვედრამ დაგვანახა, რომ რუსეთის ნაკრები ჩვენზე მაღალი დონით არანაირად არ არის და, რომ ცოტა იღბალი, იქნებ ევროპის ჩემპიონატზე მეორე შეხვედრაც მოგვეგო.

სწორედაც, რომ იღბალი დაგვაკლდა, ახლაც არ ამოდის გონებიდან მომენტი, როდესაც სანიკიძეს ნასროლი სამ ქულიანი ფარიდან ამოვარდა , ან კირილენკოს არარეალური ბურთები, წოტა იღბალი, რომ გვქონოდა დარწმუნებული ვარ შეხვედრას მოვიგებდით. დღეს ჩვენ წინაშე იყვნენ ქართველების მხირდან კალათბურთელები, რომლებიც მხოლოდ მეორე შეხვედრას ატარებდნენ ევროპის ჩემპიონატზე და ძალიან გამოცდილი ასეთ დიდი ტურნირებისთვის მოთამაშეები რუსეთის მხირდან, მაგრამ ჩვენმა გამოუცდელკმა კალათბურთელებმა არაფერი დაუთმეს მეტოქეს და შესანიშნავი თამაში აჩვენეს. კალათბურთში 7 ქულით მარცხი არაფერს ნიშნავს, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ორივე გუნდი თანაბარი დონისაა. ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვანახა რაოდენ დიდია საქართველოს ნაკრების პოტენციალი და რომ ჯგუფიდან გასვლის საკმაოდ რეალური და კარგი შანსია.

არ მინდა დავახასიათო დღევანდელ შეხვედრაში ქართველი კალათბურთელები, ზოგმა უკეთესად ითამაშა, ზოგმა ვერა, მაგრამ ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დღევანდელი შეხვედრისთვის, მაგრამ ძნელი არ გამოყო მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც დღეს საქართველოს ნაკრების ნამდვილი ლიდერი იყო. მისი ბრწყინვალე სამქულიანები უდიდესი სიხარულის მომგვრელი იყო, რომელიც 21 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა.

ახლა კი უშუალოდ ჯგუფში არსებული სიტუაცია გავანალიზოთ, ორ თამაშში საქართველოს ნაკრებს სამი ქულა აქვს, ანუ ერთი მოგება და ერთი მარცხი, ამ დროისთვის ჯგუფის ლიდერი რუსეთის და სლოვეენის ნაკრებია 4–4 ქულით, მესამე–მეოთხე ადგილზე საქართველოს და ბულგარეთის ნაკრები არიან 3–3 ქულით, მომდევნო ორ ადგილს კი ჯგუფის გამოკვეთილი აუტცაიდერები უკრაინის და ბელგიის ნაკრები იმყეფებიან 2–2 ქულით. საქართველოს ნაკრების ნაჩვენებ თუ ორ შეხვედრას გავითვალისწინებთ წესით ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილის დაკავება უნდა შევძლოთ. 3 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს პრინციპული დაპირისპირება ელის სლოვენიის ნაკრებთან, სწორედ ეს შეხვედრა უკეთესად დაგვანახებს ჩვენ შანსებს ჯგუფში და აუცილებელია ამ შეხვედრის მოგება. კიდევ ერთხელ და ათასჯერ ჩვენ ბიჭებს, რომლებმაც მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ საქართველოს ნაკრები არ ჩამოუვარდება რუსეთის 2007 წლის ევროპის ჩემპიონ ნაკრებს.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:




Loading...








მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
raul-madrid 2 სექტემბერი 2011 12:31
საღო ძმა კაი სტატიააა...........რაც სჰეეხება თამაშს გვქონდა შანსები მარა არ გაგვიმარტლა...რუსებტან რო წავაგეტ ეგ გამიტყდა ყველაზე მეტად
Sportnews 2 სექტემბერი 2011 11:14
FC Bayern München,
სპასიბა, რაც შეეხება ღირსეულ მარცს, ღირსეული მარცხში წერია სადმე რომ ბურთი თავზე დახევა შედის?, მაშინ ჩვენ როცა B დივიზიონში ვთამაშობდით 2007 წელს, რუსეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა და ევროპის ჩემპიონთან ასეთი თამაში როგორიც გუშინ ჩვენ ვაჩვენეთ ნამდვილად ღირსეული იყო , მე ესე მიმაჩნია სხვისი არ ვიცი
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
FC Bayern München 2 სექტემბერი 2011 01:52
გოგა ყოჩაღ...მაგრამ ფრაზა "ღირსეული მარცხი" მხოლოდ ქართველებმა ვიცით,ცავაგეთ მარა ბურთუ თავზე დავახიეთ არა :D:D:D:D ვაიმეე
liver8g 1 სექტემბერი 2011 23:40
ეგ არაფერი მართლაც რომ შესანიშნავად ითამაშეს მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო წააგეს.ეგ არაფერი ჯგუფიდან გავალთ!
admin 1 სექტემბერი 2011 23:13
სტატია კარგია გოგა, და მინდა ერთი რამე ვთქვა 4 მეოთხედში რომ დავიყვანეთ სხვაობა 2 ქულამდე მაშინ უნდა გავსულიყავით წინ ან სულ თავიდან რომ უპირატესობა გვქონდა ის უნდა შეგვენარჩუნებინა და აუცილებლად მოვიგებდით :)


თუმცა ევროპის ცემპიონებთან ამაზეც რო ვლაპარაკობთ და ვმსჯელობთ ეგეც დიდი შედეგია იმ გუნდისთვის რომელიც დამატებით გუნდად მოხვდა ევრობასკეტზე :)
Sportnews 1 სექტემბერი 2011 23:00
შემიფასეთ აბა როგორი სტატია და დღევანდელ შეხვედრის თქვენი კომენტარებიც გააკეთეთ
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ივლისი 2019 (170)
ივნისი 2019 (305)
მაისი 2019 (387)
აპრილი 2019 (414)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
რეკლამა