საქართველო-მაკედონია 63:65

ქართული კალათბურთი / ევრობასკეტი 2011 08-სექ, 19:079 Sportnews 2519


საქართველოს ნაკრები ლიტვაში ნადვილად ახალ ისტორიას წერს , ეს რამოდენიმე წუთის წინ დასრულებულმა შეხვედრამაც დაგვანახა, საქართველოს ნაკრები ევროპის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანასთან მაკედონიის ნაკრებთან შეხვედრა ბოლო წამებზე წააგო.

საქართველოს ნაკრებს მაკედონიასთან შეხვედრაში, როგორც მოგეხსენებათ ფაჩულიას გარეშე იმყოფებოდა, მაგრამ ფაჩულიას ტრავმას კიდევ ერთი კალათბურთელის ტრავმა გიორგი ცინცაძეს ტრავმა შეემატა, რომელიც საქართველოს ნაკრების ძირითადი გამთამაშებელია.

ყოველივე ამის გათვალისწინებით ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი ნაკრებით, ჩვენი კალათბურთელები ნამდვილად იბრძვიან მოედანზე და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი სიხარული მოგვანიჭონ და დიდ წილად ამასაც ახერხებენ.

დღევანდელი შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელი ქართველების მხრიდან ნიკა ცქიტიშვილი იყო, ცქიტიშვილმა დღევანდელ შეხვედრაში ორმაგი დუბლი შეასრულა, ის შესანიშნავად მოქმედებდა დაცვაში, ხსნიდა ბურთებს და ასე შესანიშნავად უტევდა და სამ ქულიანების ჩაგდებაც შეძლო. მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, მაგრამ მაინც შეძლო ამის მიუხედავად შეხვედრაში გამარჯვებაზე ეფიქრა, მაგრამ მაკედონიელთა მხირდან შეუჩერებელი იყო ნატურალიზებული მაკალებლი, სწორედ ამ კალათბურთელმა ჩაგვიგდო შეხვედრის ბოლო წამებზე ორი ქულა, რომლითაც დავმარცხდით კიდევაც, მთლიანობაში ამ კალათბურთელმა 27 ქულა მიითვალა და სწორედ მასთან დამარცხდა ჩვენი ნაკრები.

საქართველო-მაკედონია 63:65
(12:13, 14:16, 18:25, 19:11)

საქართველო: გამყრელიძე (1), ვ.ბოისა (4), ა. ბოისა, ცინცაძე (1), შერმადინი (1), მარკოიშვილი (8), ჰეინსი (6), სანიკიძე (15), შენგელია (7), ცქიტიშვილი (20).

მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი

მაკედონია: მირაკოვსკი, ილიევსკი (6), სოკოლოვი (3), მაკალები (27), ვ. სტოიანოვსკი (8), დ. სტოიანოვსკი (4), სიმონოვსი, გეჩევსკი (4), ანტიჩი (8), დიმცევსკი, ჩეკოვსკი, სამარძინსკი (5)

მწვრთნელი: მარინ დოკუზოვსკი


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Ditoo 8 სექტემბერი 2011 20:59
არაუშავს, დანარჩენ 2-ს მოვიგებთ. რა თქმა უნდა ცქიტიშვილმა ითამაშა ყველაზე კარგად. შერმადინმა და შენგელიამ კი ყველაზე ცუდად : )
Liverpoolfc 8 სექტემბერი 2011 20:53
ყველაზე კარგად ჰეინსმა ითამაშა რა. :)
Sportnews 8 სექტემბერი 2011 19:57
კი შერმადინმა ვერც ერთი ვერ ითამაშა, კაროჩე დღეს რა ხდებოდა იცი სანიკიძე-ცქიტიშვილი და ძირითადი ხუთელი თუ იკო მოედანზე ვიგებდით , გავიდოდნენ დასასვენებლად , 10 ქულიან ჰანდიკაპს შეიქმნიდა მაკედონია, მერე შემოვიდოდნენ ესენი გაათანაბრებდანენ , დაიღლებოდნენ , გავიდოდნენ და ისევ ისე ხდებოდა და მაგიტომ მოხდა მასე რომ წავაგეთ, თორე ჩვენი ძირითადი იმათ ძირითადს სჯობდა თავის იმ ნატურალიზებულთან ერთად
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
slim4you 8 სექტემბერი 2011 19:30
შერმადინი იყო ყველაზე სუსტი წერტილი და ჩემი აზრით ერთ-ერთი მიზეზი მარცხის.

ცქიტომ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ცინცაძის ტრავმაც უდროო იყო მაგანაც ხელი შეგვიშალა.

ცქიტოსთან ერთად სანიკიძეს გამოვარჩევდი დანარჩენებმა აშკარად სუსტად ითამაშეს.

პ.ს. მაკალობს მოვუკითხე ახლობლები დედის თამადობით :)

აბორტის მსხვერპლი ეგ.
admin 8 სექტემბერი 2011 19:18
რაულიტო,
შერმადინი ჩვენი ნაკრების დიდი შეცდომაა მგონი, მე მაგის თამაში ნორმალურ დონეზე არსად მინახია, და მარტო სიმაღლე გადამაღუნე როგორც იტყვიან :)
Sportnews 8 სექტემბერი 2011 19:16
admin,
ჩემი აზრით ყველაზე სუსტი შერმადინი იყო, სრულიად უაზროდ შემოდიოდა, შეტევაში ჯარიმებს იგებდა და ეგ რომ იკო მოედანზე 10 ქულით გარბოდნენ მაკედონელები
--------------------
გუნდი:რეალი;შალკე ; ლეიკერსი
მოთამაშე: რაული , რონალდუ , ბრაიანტი
admin 8 სექტემბერი 2011 19:14
აბა ბიჭებო დავწეროთ ჩვენ ნაკრებში დღეს ვინ იყო საუკეთესო და ვინ იყო ყველაზე სუსტი
ჩემი აზრით საუკეთესო ცქიტო იყო და
ყველაზე სუსტად გაოიყურებოდა გამყრელიძე,

ნუ მე ქულების მიხედვით ვიხელმძღვანელე, თვენ რას იტყვით?



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (163)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი