მატჩის შემდეგ...

ქართული კალათბურთი / ევრობასკეტი 2011 09-სექ, 12:419 Sportnews 2029


საქართველო-მაკედონიის შეხვედრის შემდეგ ორივე გუნდის წარმომადგენლებმა პრესკონფერანცია გამართეს, რომელიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერზე გამოქვეყნდა და რომელიც ჩვენს მომხმარებელსაც დააინტერესებს.

ნიკოლოზ ცქიტიშვილი: თავდაპირველად აღვნიშნავ, რომ მე ამაყი ვარ იმით, რომ საქართველოს ნაკრებში ვთამაშობ. ჩვენი გუნდი პირველად მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე და უკვე 12 საუკეთესოთა შორისაც მოხვდა. დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით და რომ მოგვეხერხებინა გამარჯვება, მეოთხედფინალში გასვლის კარგი შანსი გვექნებოდა. ძალიან რთული თამაში იყო. მადლობა ბიჭებს ასეთი თავდადებისთვის, ჩვენ საკმაოდ ხისტად და ძლიერად ვთამაშობდით, გვაკლდა ზაზა ფაჩულია შემდეგ კი გიორგი ცინცაძემაც ტრავმა მიიღო. მეტოქეს ლიდერი ბო მაკალები ვერ შევაჩერეთ. ის იყო გამარჯვების მთავარი შემოქმედი.

მარინ დოკუზოვსკი: ეს იყო პირველი თამაში ამ ჩემპიონატზე, როცა მეტოქემ დიდ წნეხში მოგვაქცია. საქართველოს ნაკრებმა თავდადებულად ითამაშა და ბოლო მეოთხედში დიდი დეფიციტი აღმოფხვრა. საბოლოოდ ჩვენ გაგვიმართლა და ახლა მეორე ჯგუფიდან გასასვლელად ძალიან ცოტაღა გვაკლია. დღეს მაკედონიის დამოუკიდებლობის დღეა და მიხარია, რომ ჩვენს ქვეყანას ასეთი ძვირფასი საჩუქარი გავუკეთეთ. რაც შეეხება მაკალებს, ის მას შემდეგ ავიყვანეთ, რაც დარიუს ვაშინგტონი დაგვიშავდა. მიხარია, რომ მან გაამართლა და წარმატებების მიღწევაში გვეხმარება.

იგორ კოკოშკოვი: საქართველოს ნაკრებმა ღირსეულად ითამაშა. ჩვენ ორჯერ მოვახერხეთ ათქულიანი და მეტი დეფიციტის აღმოფხვრა. წარმატებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ... ყველას აინტერესებს ალბათ ბოლო წამების ამბავი. დარწმუნებული ვარ, დარბაზში ყველამ იცოდა, რომ მაკედონიელები ბოლო შეტევას მაკალებს ანდობდნენ. მეც მივიღე შესაბამისი ზომები, მოედანზე მყოფ მოთამაშეებს უკანახაზელები დავამატე, მაგრამ საბოლოოდ მაინც სწორედ მაკალებისგან მივიღეთ. წაგებაზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ, ეს გუნდის ბრალი არ ყოფილა. პირიქით, მინდა, რომ ყველას მადლობა ვუთხრა ღირსეული თამაშისთვის.

ვიქტორ სანიკიძე:ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. არავის არაფერი არ დაუშურებია და ამიტომაც თამაშს დადებითად ვაფასებ. ორივე გუნდი იმსახურებდა გამარჯვებას, თუმცა ბოლო წამებზე მაკედონიამ გვაჯობა. რა თქმა უნდა, ორმაგად დასანანია ასეთი თამაშის წაგება. შემდეგ თამაშებს უფრო მობილიზებულნი შევხვდებით. თუ ორივე შეხვედრას მოვიგებთ, მომდევნო ეტაპზე გასვლის დიდი შანსი გვაქვს, ამიტომ მაქსიმუმს გავაკეთებთ. გასათვალისწინებელია ზაზა ფაჩულიასა და გიორგი ცინცაძის ფაქტორი. ორივე გუნდის ლიდერია და დანაკლისი ძალიან დიდი იქნება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
phharmmaccy 26 თებერვალი 2012 00:17
!!! The best pills!Huge selection !!!
Low prices!Discounts!
Link to the best of our pharmacy http://tinyurl.com/bbeesstt/
raul-madrid 9 სექტემბერი 2011 17:56
მიდით ბიჭებო!!!!!!!!!!!! 7



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (184)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი