ზაზა ფაჩულიამ გალათასარაიში ითამაშა

ქართული კალათბურთი 14-ოქტ, 09:249 Sportnews 1875


ზაზა ფაჩულიამ „გალათასარაის“ შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა. ქართველი ცენტრის განმეორებითი თურქული დებიუტი „პრეზიდენტის თასის“ ფინალში შედგა, რომელშიც „გალამ“ ორმაგ ოვერტაიმიან, დაძაბულ ბრძოლაში 103:97 დაამარცხა „ფენერბაჰჩე“.

ტრავმის მოშუშების შემდეგ ფაჩულიას მწყობრში ჩადგომა სჭირდება და მთავარმა მწვრთნელმა იგი ძალიან არ დატვირთა. ქართველი ცენტრი 7,16 წუთით გამოჩნდა მოედანზე და 2 მოხსნისა და 1 ჩაჭრის მითვლა მოახერხა. მან 4 ორქულიანი ააცილა და ბურთი ორჯერ დაკარგა.

შეგახსენებთ, რომ ფაჩულია „გალათასარაიში“ მანამდე ითამაშებს, სანამ ნბა–ში ლოკაუტია. მომდევნო მატჩი „გალათასარაის“ თურქეთის ჩემპიონატის პირველ ტურში, 15 ოქტომბერს, „ოლინის“ წინააღმდეგ ელის. ხოლო 19 ოქტომბრიდან „გალა“ ევროლიგაში ჩაებმება – პოლონეთში „პროკომს“ გაეჯიბრება.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (104)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი