შენგელიას გუნდმა ბელგიაში მორიგი გამარჯვება გაიფორმა

ქართული კალათბურთი 16-ოქტ, 13:229 Sportnews 1906


თორნიკე შენგელიას გუნდმა ბელგიის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ქალაქ შარლერუას გუნდმა „ბელგაკომმა“ სტუმრად „დექსია მონსი“ დამაჯერებლად – 89:77 დაამარცხა და ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერად რჩება.

20 წლის ქართველმა ფორვარდმა 20 წუთს ითამაშა და მისი მონაგარი მოკრძალებული იყო. შენგელიამ თამაში კვლავინდებურად ხუთეულში დაიწყო და 4 ორქულიანი ცდიდან მხოლოდ ერთი ჩააგდო, ერთი სამქულიანი კი ააცილა. თორნიკე შედეგიანი იყო ფარქვეშ და საბოლოოდ 7 მოხსნა მოაგროვა. მოედანზე მყოფთაგან მასზე მეტი, 8 მოხსნა, მხოლოდ შარლერუელთა ფრანგ ლეგიონერ დემონ მალეს ჰქონდა.

„ბელგაკომის“ წევრთაგან ერთბაშად წქვსმა კალათბურთელმა უწია ათქულიან ზღვარს, რომელთაგან ყველაზე მეტი – 16 ქულა კალებ გრინს ჰქონდა.რაც შეეხებათ მასპინძლებს, მათ 19 ქულით რონელ ტეილორმა ულიდერა. თორნიკე შენგელიას გუნდი მომდევნო ტურში, 22 ოქტომბერს „ოკაპი ოლსტარს“ უმასპინძლებს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (165)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი