შენგელიაVsრეალი=11 ქულა და 9 მოხსნა

ქართული კალათბურთი 21-ოქტ, 14:089 Sportnews 1920


20 წლის ქართველმა ფორვარდმა ევროლიგაში ბრწყინვალე დებიუტი მოიწყო. თორნიკე შენგელიამ აქამდე ამ პრესტიჟული ტურნირის საკვალიფიკაციო მატჩებში მიიღო მონაწილეობა და თავის გუნდ „ბელგაკომ შარლერუას“ რეგულარულ ჩემპიონატში მოხვედრაში დაეხმარა. ახლა კი შარლერუელებმა ევროლიგის პირველი მატჩი ითამაშეს და ქართველ კალათბურთელს ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა.

თანაც რა მეტოქესთან – „ბელგაკომი“ ევროპის ერთ–ერთ საუკეთესო გუნდს, მადრიდის „რეალს“ მასპინძლობდა და მიუხედავად იმისა, რომ უშანსოდ წააგო, ქართველ გულშემატკივრებს სანუგეშოდ შენგელიას კარგი თამაში ექნებათ. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრი „შარლერუას“ ხუთეულში იყო და მოედანზე 27 წუთი გაატარა. მასზე მეტი მხოლოდ გუნდის გამოცდილმა ლიდერებმა: დემონ მალემ (35 წუთი) და ჯასტინ ჰამილტონმა (29) ითამაშეს.

შენგელიამ მადრიდელთა ფარს ორქულიანი დისტანციიდან 11-ჯერ შეუტია, საიდანაც 4 ჩააგდო. თორნიკეს ნასროლი ერთადერთი სამქულიანი მიზანს ასცდა, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან შესრულებული 4 ტყორცნიდან 3 გამოიყენა. ჯამში შენგელიამ 11 ქულა დააგროვა, რასაც 9 მოხსნა და 1 დაფარება მოაყოლა. როგორც აღვნიშნეთ, მას ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე – ისევე როგორც „რეალისა“ და ესპანეთის ნაკრების ფორვარდ ფელიპე რეიესს (19 ქულა, 9 მოხსნა),

შარლერუელთაგან საუკეთესო შედეგი ზემოთ ნახსენებმა დემონ მალემ დააფიქსირა – ფრანგმა ლეგიონერმა 27 ქულა და 4 პასი მიითვალა. მადრიდელთაგან კი რეიესის მსგავსად 19 ქულა რუდი ფერნანდესმა მითვალა, ხოლო 14 ქულა ჰქონდა „რეალის“ ახალწვეულ ჯეისი კეროლს.

რაც შეეხება მატჩს, პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლებს კიდევ ჰქონდათ შანსი – „რეალი“ 45:37 ლიდერობდა. მესამე ათწუთეულში კი ყველაფერი ცხადი გახდა. სამეფო კლუბმა აღნიშნული პერიოდი 26:18 მოიგო და ბოლო მეოთხედის წინ 71:55 დაწინაურდა. საბოლოოდ მადრიდელებმა „შარლერუა“ 100:76 დაამარცხეს.

ევეოლიგაში მომდევნო ტურის მატჩს თორნიკე შენგელიას „შარლერუა“ 26 ოქტომბერს სტუმრად თურქულ „ეფესთან“ გამართავს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (5)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი