ზაზა ფაჩულიამ ევროლიგის მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა

ქართული კალათბურთი 29-ოქტ, 15:379 Sportnews 1826


როგორც აღმოჩნდა, ზაზა ფაჩულიას ტრავმა სერიოზულია. საქართველოს ნაკრების ცენტრმა ევროლიგის მორიგ ტურში არ ითამაშა. იგი თავისი გუნდის, თურქული „გალათასარაის“ განაცხადში არ ყოფილა. სტამბოლელებმა რუსულ „უნიქსს“ უმასპინძლეს და 64:68 დამარცხდნენ.

ფაჩულიამ წინა მატჩში, რომელიც „გალათასარაიმ“ თურქეთის ჩემპიონატში გამართა, მხოლოდ 3 წუთი ითამაშა. მან ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. რამდენად სერიოზულია ქართველი ცენტრის ტრავმა, ამას დრო გვიჩვენებს. მომდევნო მატჩს „გალათასარაი“ 2 ნოემბერს სტუმრად „მონტეპასკისთან“ გამართავს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ნოემბერი 2020 (204)
ოქტომბერი 2020 (195)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
სიტი-რეალი