ოლიმპის მორიგი გამარჯვება

ქართული კალათბურთი 05-ნოე, 18:219 datopagava23 1718


გუშინ ბათუმსა და ქუთაისში დაწყებული სუპერლიგის მეოთხე ტურის დღეს თბილისის სპორტის სასახლეში გრძელდება. 12 საათზე ,,ოლიმპისა” და ,,სოხუმის” მატჩი გაიმართა, რომელიც დებიუტანტთა იოლი გამარჯვებით დასრულდა - 90:76.

ოლიმპელები მთელი შეხვედრის განმავლობაში სოლიდურ უპირატესობას ფლობდნენ, მეორე პერიოდში დებიუტანტებმა 25-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს (47:22), რაც მთელი მატჩის განმავლობაში შეინარჩუნეს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.

,,ოლიმპის” შემადგენლობაში საუკეთესო იყო გიორგი გამყრელიძე, რომელმაც საკუთარ ანგარიშზე 22 ქულა და 7 პასი მიითვალა, ხოლო ორმაგი დუბლი სერბი ლეგიონერის ილიცა მილუტინოვიჩის ანგარიშზეა - 14 ქულა და 11 მოხსნა.

სოხუმის გუნდში გამოირჩა ლაშა ფარღალავა, რომელმაც 38 ქულა და 5 პასი მოაგროვა. ამ შედეგით ლაშამ მიმდინარე სეზონში რობერტ კრეპსის რეკორდი (34 ქულა) გააუმჯობესა. 18 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი კი ლევან ფაცაციამ შეასრულა.

ოლიმპის მორიგი გამარჯვება



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (151)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი