შენგელიას გუნდმა ევროლიგაში ბოლო წუთებზე წააგო

ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 14-ნოე, 15:009 datopagava23 1733


ცოტა დააკლდა თორნიკე შენგელიას „შარლერუას“, რომ ევროლიგაში მეორე გამარჯვება მოეპოვებინა. ბელგიურმა კლუბმა შინ იტალიურ „არმანი ჯინსს“ უიმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 76:81 წააგო.

ბოლო მეოთხედში შარლერუელები 61:53 იგებდნენ, თუმცა შემდეგ იტალიურმა კლუბმა პრესინგს მიმართა, შორიდან სროლებიც წაუვიდა და ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი გასამარჯვებლად საკმარისი ლიდერობაც მოიპოვა.

შენგელიამ მოედანზე 17:01 წუთი გაატარა და ბელგიურ კლუბს 7 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი შესძინა. მასპინძელთა თავკაცმა მანამდე კარგად მოთამაშე ქართველი ფორვარდი დასკვნით მეოთხედში მოედანზე მხოლოდ ბოლო ოც წამს გაიყვანა.
შენგელიამ 6-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ოთხჯერ დაჯარიმდნენ. “შარლერუას” რიგებში საუკეთესო ამერიკელი დემონდ მალე გახლდათ, რომელმაც 33 წუთში 21 ქულა მიითვალა.

„შარლერუას“ 1 მოგების წილ 3 მარცხი აქვს და ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება. მორიგ მატჩს შენგელიას გუნდი თელ ავივში „მაკაბის“ წინააღმდეგ გამართავს.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
ოქტომბერი 2020 (162)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
სიტი-რეალი