ფაჩულია მოედანს 12 ქულით დაუბრუნდა

ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 14-ნოე, 15:369 datopagava23 1515


ოცდღიანი უქმობის შემდეგ ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა. ტრავმის გამო იძულებით უქმად მყოფი ფაჩულია თუქრეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში მოედანზე გამოჩნდა და საკმაოდ მაღალ დონეზეც ითამაშა. ერთი ეგაა, რომ თავის გუნდს ვერ უშველა: „გალათასარაი“ საკუთარ მოედანზე „ეფესთან“ დამარცხდა – 61:69.

ფაჩულიამ მოედანზე 12 წუთი დაჰყო და 12 ქულასთან ერთად 3 მოხსნა მოაგროვა. ზაზამ 8-დან 4 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო გამოიყენა.
მასპინძელთაგან ფაჩულიაზე ერთით მეტი ქულა მერტ შუმპერტმა მიითვალა, “ეფესელებს” კი 14 ქულით სტანკო ბარაჩმა ულიდერა. სტუმრებმა ზედიზედ მეხუთე მოგება მოიპოვეს და თურქეთის ჩემპიონატს “ბეშიქთაშთან” ერთად ლიდერობენ, “გალათასარაი” კი 4 გამარჯვებით მესამე პოზიციაზე აღმოჩნდა.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2020 (122)
აპრილი 2020 (219)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)
დეკემბერი 2019 (670)