"არმიამ" სტამბოლში იბრძოლა, თუმცა მაინც დამარცხდა

ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 16-ნოე, 13:479 datopagava23 1552


თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ სტამბოლში ბოლომდე ებრძოლა მსოფლიო კლასის ვარსკვლავით გაძლიერებულ „ბეშიქთაშს“, თუმცა გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო. ქართველი გულშემატკივრები, რა თქმა უნდა, მოგებას გეგმავდნენ და 300 ქომაგი მთელი მატჩის მანძილზე საკმაოდ ორგანიზებულადაც უჭერდა მხარს არმიელებს, თუმცა, ობიექტურები რომ ვიყოთ, „ბეშიქთაშის“ შინ დამარცხება მოულოდნელობა იქნებოდა.

მსოფლიო კლასის ვარსკვლავი ვახსენეთ და სწორედ ამ კალათბურთელმა მოაგებინა სტამბოლელებს. დერონ უილიამსი ჩვენი პლანეტის ერთ–ერთი საუკეთესო გამთამაშებელია. უკვე წლებია, ეს კალათბურთელი ნაციონალურ საკალათბურთო ასიციაციაში გამთამაშებელთა შორის საუკეთესო სამეულშია. მას საშუალოდ 20 ქულასა და 10 პასზე მეტი აქვს და სანამ ნბა–ში ლოკაუტია, ის „ბეშიქთაშში“ თამაშობს, ისევე როგორც ამავე მიზეზით „არმიაშია“ უილიამსის ყოფილი თანაგუნდელი და შემცვლელი სანიეტა გეინსი.

გეინსმა კარგად ითამაშა, 13 ქულა და 8 პასი მიითვალა, თუმცა ეს არაფერია დერონ უილიამსის სტატისტიკასთან. სვირინგებში ჩასმულმა უილიამსმა 31 ქულა და 6 პასი მიითვალა, რითაც სტამბოლელებს გამარჯვება გაუნაღდა. ისეც არ არის, რომ „ბეშიქთაში“ მხოლოდ უილიამსის იმედზეა. ამ გუნდს ჰყავს ნბა–ში ფეხმოკიდებული თურქი ცენტრი სემიჰ ერდენი, რომელმაც 20 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, ასევე შესანიშნავი ამერიკელი კალათბურთელები – ერსინ დაგლი, მარკუს კემპი და დევიდ ჰოუკინსი. ყველა ეს კალათბურთელი ასცდა 15–ქულიან ზღვარს.

არმიელები ბოლო მეოთხედამდე ინარჩუნებდნენ შანსს, მესამე ათწუთეულის შუაში კი კოტე ტუღუშის გუნდმა ჩამორჩენა 7 ქულამდე შეამცირა, თუმცა უილიამსმა და „ბეშიქთშის“ სხვა ამერიკელებმა ლიდერობა მალევე გააორმაგეს და საბოლოოდ დამაჯერებლადაც იმარჯვეს - 103:82. თურქული გუნდი ჩვენი ჯგუფის უდავო ლიდერია. „არმიამ“ მომდევნო ეტაპზე გამსვლელი მეორე საგზურისთვის უნდა იბრძოლოს და საამისოდ 22 ნოემბერს მორიგი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ტუღუშის გუნდი თბილისის სპორტის სასახლეში ჰოლანდიურ „ლეიდენს“ მიიღებს, რომელმაც ამ ტურში გერმანიაში „გიოტინგენი“ დაამარცხა და საქართველოშიც მოსაგებად მოემგზავრება. თავის მხრივ კი არმიელები ჯგუფში მეორე გამარჯვებისთვის ემზადებიან.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (99)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი