"ოსტენდესთან" შენგელია ორმაგი დუბლის ზღვრამდე მივიდა

ქართული კალათბურთი / უცხოური კალათბურთი 22-ნოე, 18:499 datopagava23 1907


თორნიკე შენგელიამ მორიგი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა ბელგიურ „შარლერუას“ შემადგენლობაში. ჩემპიონატის მორიგ ტურში შარლერუელებმა „ოსტენდეს“ უმასპინძლეს და 80:75 დაამარცხეს, ქართველ ფორვარდს კი ორმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა.

შენგელიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 25 წუთი დაჰყო. თორნიკემ 11 ორქულიანიდან 4 ჩააგდო, 2 საჯარიმოდან კი 1 გამოიყენა. ქართველი ფორვარდის სამი სამქულიანიდან არც ერთი არ ჩაეშვა მეტოქის კალათში. შენგელიამ საბოლოოდ 9 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი სამჯერ დაკარგა. მას თითო მოხსნა და ქულა დააკლდა ორმაგ დუბლამდე.

ამასობაში შარლერუელებმა ბელგიის ჩემპიონატში ლიდერობა გაიმყარეს. შენგელიას გუნდის ოპონენტებმა მარცხს უხშირეს და „შარლერუაც“ 6 მოგებითა და 1 მარცხით ერთპიროვნული ლიდერი გახდა. მეორე–მესამეზე მყოფ „ოსტენდეს“ და „ანტვერპენს“ 5 მოგების წილ 3 მარცხი აქვთ. ბელგიის პირველობაზე მომდევნო მატჩს შარლერუელები 26 ნოემბერს სტუმრად „გენტის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:













მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
სექტემბერი 2020 (194)
აგვისტო 2020 (153)
ივლისი 2020 (167)
ივნისი 2020 (111)
მაისი 2020 (125)
აპრილი 2020 (204)
სიტი-რეალი