"გრან კანარიამ" "ფუენლაბრადასთან" ბრძოლაში წააგო

ქართული კალათბურთი 22-ნოე, 18:569 datopagava23 1391


ესპანეთის პრიმერადივიზიონში მორიგი მარცხი იწვნია მარკიზ ჰეინსისა და ტორინ გრინის „გრან კანარიამ“. ქართული პასპორტის მქონე ამერიკელთა გუნდი სტუმრად „ფუენლაბრადას“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 4 ქულსი სხვაობით – 65:69 წააგო.

ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო მარკიზ ჰეინსი, რომელმაც მოედანზე გატარებულ 17 წუთში 9 ქულა და 1 პასი მიითვალა. მან 7 სამქულიანიდან 3 ჩააგდო, ხოლო 1 ორიანი გაუცუდდა. რაც შეება გრინს, იგი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო თამაშში და მოედანზე 14 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში გრინმა 1 ორიანი და 3 სამქულიანი გააცუდა, 3 საჯარიმოდან კი 2 ჩააგდო და შეხვედრა, შესაბამისად, 2 ქულით დაასრულა. მას ასევე 4 პასი და 1 ჩაჭრა დაუგროვდა.

„გრან კანარია“ ამ წაგების შემდეგ კვლავ ცხრილის ფსკერზე დაეშვა. კანარიელებს 2 მოგება და 6 მარცხი აქვთ. მომდევნო შეხვედრას კუნძულელები 27 ნოემბერს შინ „ხუვენტუდთან“ გამართავენ.






მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები



შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მაისი 2020 (133)
აპრილი 2020 (216)
მარტი 2020 (655)
თებერვალი 2020 (504)
იანვარი 2020 (517)
დეკემბერი 2019 (670)